ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნაციონალური მოძრაობა“ ათ წელზე მეტია, ცრუ ისტორიაში ატრიალებს მხარდამჭერებს-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 511 ნაციონალური მოძრაობა“ ათ წელზე მეტია, ცრუ ისტორიაში ატრიალებს მხარდამჭერებს-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმ გეგმაში, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, უკვე გაწერილია პასუხისმგებელი კომიტეტები, ასევე ვადები და სწორედ ამ საკითხების გასავლელად, უფრო დეტალურად დასაგეგმად შედგა კომუნიკაცია კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

„მათ შორის, არის ცალკეული საკითხები, რომელსაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, უნდა გავუწიო კოორდინაცია. კერძოდ, დეპოლარიზაციის საკითხებს და ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე დავიწყებთ ამ პროცესს. მათ შორის მეც მექნება შეხვედრები ამასთან დაკავშირებით, რომ ფორმატები შევათანხმოთ პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორთან“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ფორმატებს, პაპუაშვილის განცხადებით, საინტერესო ისაა, რომ ამ ფორმატებს, ასეთი სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, რომელიც თავად ითხოვს მთლიანად ტექნიკური მთავრობის შექმნას.

„სხვა რა ფორმატი შეიძლება იყოს, როდესაც არის მცდლეობა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდნენ ამა თუ იმ საკითხზე. ამ ფორმატს ჰქვია სამუშაო ჯგუფი. სხვა რა სახელების გამოგონება შეიძლება. ფაქტობრივად ყველამ 12 პუნქტთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში ნახა, რომ ძირითადი საკითხი და საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა ამავე დროს დეპოლარიზაციის საკითხიც. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტია ის ორგანო, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია თავმოყრილი, ხანდახან პარლამენტია ხოლმე სწორედ პოლარიზაციის საფუძველი და ასევე დეპოლარიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „სააკაშვილთან მიმართებაში, როგორ წარმოგიდგენიათ დეპოლარიზაცია პოლიტპატიმრებით?“, – პაპუაშვილი პასუხობს, რომ მიხეილ სააკაშვილს დეპოლარიზაციასთან კავშირი არ აქვს.

„რა შუაშია მიხეილ სააკაშვილი დეპოლარიზაციასთან? მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება 2021 წლის ოქტომბრიდან და მანამდე პოლარიზაცია არ იყო ამ საზოგადოებაში? მანიპულაციაა ტერმინებით, თითქოს ამას რაღაც კავშირი ჰქონდეს. არანაირი კავშირი ამას ამასთან არ აქვს. საბოლოო ჯამში პოლარიზაციის საფუძველი არის ის, რომ უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს არჩევნებს. 2012 წლიდან მოყოლებული რეალურად მათ არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ, რეალურად, ისინი ვერ იღებენ მოქალაქეების არჩევანს, რომ მოქალაქეები მათ მიაკუთვნებენ ოპოზიციის როლს. მეორე ის, რომ ისინი საკუთარ მომხრეებს და საზოგადოების ამ ნაწილს ამყოფებენ იმ ყალბ ნარატივში, რასაც ჰქვია, რომ საქართველოს მართავს რაღაც რუსული პროექტი და ა.შ. უკვე ათ წელზე მეტია, ამ ცრუ ისტორიაში ატრიალებენ საკუთარ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს, აძულებენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, ზიზღს ნერგავენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. საბოლოო ჯამში სწორედ ეს არის პოლარიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა