ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოსა და ნატო-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, ეს დიალოგი არის მტკიცე და გაგრძელდება-ალექსანდრე ვინიკოვი

ნახვები: 451 საქართველოსა და ნატო-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, ეს დიალოგი არის მტკიცე და გაგრძელდება-ალექსანდრე ვინიკოვი

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და ნატო-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა და ეს მტკიცე დიალოგი გაგრძელდება.

ვინიკოვი აღნიშნავს, რომ საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები.

„ჩვენი, საქართველოსა და ნატო-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, როგორც შენიშნეთ ბოლო თვეებში. მეტიც, საქართველოში შედგა ნატო-ს დელეგაციის სამი მაღალი დონის ვიზიტი თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად. ასევე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ბრიუსელში არაერთხელ, რათა ისინი შეხვედროდნენ კოლეგებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ნატო-ს გენერალურ მდივანს რამდენიმე თვის წინ. ეს დიალოგი არის მტკიცე და გაგრძელდება. ჯერ კონკრეტული ვიზიტების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის ამ წლის მეორე ნახევრისთვის, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები. მაგრამ დეტალები ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

ამასთან, ვინიკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქვს ტერიტორიული პრობლემები; მარგამ, მისივე თქმით, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა ერთობლივად უნდა მიიღონ.

„იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში მოწვევასთან დაკავშირებით, როგოეც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, აუცილებელია ორი რამ – უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები. ეს მოთხოვნები ცდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, რადგან ნატო-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ ქვეყანა უნდა იყოს მზად. და მეორე ელემენტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, რომ მათ სურთ კონკრეტული ქვეყნის მიწვევა, რადგან მიაჩნიათ, რომ ის განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას. ასე რომ, ფოკუსი ახლა საქართველოსთვის უნდა იყოს მომზადებაზე, ევროატლანტიკური რეფორმების იმპლემენტაციაზე, რომელიც საქართველომ თავად განსაზღვრა მიზნად. ზოგიერთ იმ სფეროში, სადაც ვნახეთ იმპულსის შენელება გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ძალიან გვსურს, რომ ამ სფეროები საქართველომ გადაჭრას და დაიბრუნოს რეფორმების იმპულსი. ამ შემთხვევაში, კერძოდ, ვსაუბრობ ზედამხედველობის პრობლემაზე, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ ზედამხედველობაზე. ასევე ვფიქრობ, მართლმსაჯულებაზე და საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზე. ეს სფეროები იყო ხაზგასმული მოკავშირეების მიერ და ამ სფეროებში ისურვებდნენ ისინი რეფორმების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას. ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები, მარგამ საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა ერთობლივად უნდა მიიღონ, როდესაც დრო მოვა“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა