რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირაკლი ღარიბაშვილი - ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის

ნახვები: 483 ირაკლი ღარიბაშვილი - ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის

ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ მიერ.

„ეს არის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით. ახლა უკვე დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა. ჩვენ დიდი მადლიერებით აღნიშნავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას საშუალება ექნება, რომ აქ, საქართველოში მიიღონ თანამედროვე ევროპული დონის განათლება და მართლაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური, სამეცნიერო კვლევით სივრცე.

ამ სივრცეში მოღვაწეობენ ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მეირ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო, თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები, 180 ჰექტარზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა ტყით გარშემორტყმული კომპლექსი, რომელიც თანმიმდევრულად ყალიბდება რეგიონში მეცნიერების განათლებისა და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად.

ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი. ეს პროექტი მთლიანად ფონდი „ქართუს“ მეირ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA​-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი, ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტური არის სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის. ეს იქნება რეგიონისთვის უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი პროექტი. საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს სამედიცინო ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკაში წარიმართება.

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting, რომელსაც ასეთი ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნიანი გამოცდილება აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა