ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - ჩვენ წარვადგინეთ გეგმა, რომლის კორექტირების არავითარი საფუძველი არ არსებობს

ნახვები: 327 ირაკლი კობახიძე - ჩვენ წარვადგინეთ გეგმა, რომლის კორექტირების არავითარი საფუძველი არ არსებობს

ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი გეგმის კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ წარმოვადგინეთ დეტალური გეგმა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. აქ დეტალურად არის გაწერილი პასუხისმგებელი სუბიექტები და ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ რამე ლოგიკაა დარღვეული. არის მისაღები კანონები. ძირითადად საუბარია კანონების მიღებაზე სხვადასხვა სფეროში და ტრადიციულად, შესაბამისი კანონები განიხილება ხოლმე შესაბამისი კომიტეტების მიერ. გეგმა არ ტოვებს არავითარ კითხვის ნიშანს. დეტალურად წერია, ვინ რას აკეთებს და როდის აკეთებს. აქედან გამომდინარე, კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

მისი თქმით, ოპონენტები აქამდე აცხადებდნენ, რომ ამ პუნქტების შესასრულებლად ე.წ. ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოყალიბებულიყო, ახლა კი ამბობენ, რომ ამისთვის სამუშაო ჯგუფებიც არ არის საჭირო.

„გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი ობიექტური ინტერესიც და ასევე რეალურად, ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი. სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი. ეს არის ის, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს, შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი სამწუხაროდ, უკავშირდება ომის თემას. ეს ომი, რა თქმა უნდა, იქნება საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვერც არეულობას და ვერც ომს. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ, რადიკალურ დღის წესრიგში დარჩნენ, რომელშიც დღემდე იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქით, საზოგადოება დეკემბრის ბოლომდე დაინახავს, რომ ხელისუფლება საკითხს სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველა დაპირება იმ ვადებში შესრულდება, რომელიც გეგმაში იყო წარმოდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა