ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საერთაშორისო კონფერენციამ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის დეკლარაცია მიიღო

ნახვები: 374 საერთაშორისო კონფერენციამ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის დეკლარაცია მიიღო

უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციამ ლუგანოში, შვეიცარიაში მიიღო იმ პრინციპების სერია, რომელიც უკრაინას გრძელვადიანად დაეხმარება ხელახალ აღმშენებლობასა და რუსეთთან ომისგან მიღებული ზიანის აღდგენაში.

2-დღიან კონფერენციას 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

მიღებული დეკლარაცია გრძელვადიან ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ დახმარებას მოიცავს, „რომელიც უკრაინას მოამზადებს ომის შემდგომი პერიოდისთვის, მაშინ როცა ომი კვლავ მძვინვარებს“ - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იგნაციო კასისმა. 

„ლუგანოში ჩვენ დავიწყეთ უკრაინის აღდგენის პროცესი საერთაშორისო დონეზე და გავწერეთ პრინციპები, რომლებიც აღდგენას უდებს საფუძველს“ - თქვა კასისმა.

მისი თქმით, ეს პრინციპები აღდგენასა და რეფორმებს მოიცავს და გამჭვირვალობის, პარტნიორობისა და თანასწორობის პრინციპებს ეყრდნობა.

„ამან უკრაინელ ხალხს უნდა მისცეს იმედი და რწმენა, რომ ისინი არ არიან მარტო, რადგან უკრაინის მდგრადი აღდგენა მოითხოვს გამოცოცხლებულ, გამძლე და განახლებულ ინსტიტუციებს, რომლებიც მომავლისთვის შესაფერისი იქნება“ - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა