რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 465 აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს-გურამ მაჭარაშვილი

აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს​, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატის განცხადებით, საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც ვეღარ დაიმალდნენ.

„კარგია, რომ სიმონიშვილმა აღიარა, რომ პრაქტიკულად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადაიქცა. როცა საზოგადოებას ატყუებ, რომ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და რეალურად, იქ საზოგადოებას პოლიტიკური განცხადებები და მთავრობის გადაყენების მოთხოვნები დახვდა, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ დაინახა, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ ორგანიზაციად არის გადაქცეული. ისინი სამართლებრივად პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდებიან თუ არა, მათი საქმეა, მაგრამ საზოგადოებამ ის დაინახა, რასაც ვაანონსებდით – საპროტესტო აქციები არასამთავრობო სექტორმა გამოაცხადა, მაგრამ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან, რომლებიც ვეღარ დაიმალდნენ. როცა პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაქვს, აქციაზე არასამთავრობო სექტორს რომ ამოეფარები, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაქვს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა