თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აუცილებლად დავესწრები შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას და მოვისმენ, რა ხედვა აქვთ, თუ ვინმე ხელს ითბობს და ბედნიერია იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის რუსეთის ფედერაცია-ლევან იოსელიანი

ნახვები: 472 აუცილებლად დავესწრები შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას და მოვისმენ, რა ხედვა აქვთ, თუ ვინმე ხელს ითბობს და ბედნიერია იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის რუსეთის ფედერაცია-ლევან იოსელიანი

როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტს პირნათლად შეასრულებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორ აპირებენ ამის შესრულებას. ჯერ არ მინახავს დოკუმენტი, სადაც იქნება დაწერილი, რას როგორ აპირებენ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად დავესწრები შალვა პაპუაშვილთან დანიშნულ შეხვედრას და მოვისმენ, რა ხედვა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ვინმე თუ ხელს ითბობს და ბედნიერია იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის რუსეთის ფედერაცია“.

„მაინტერესებს კონკრეტული დოკუმენტი, კანონმდებლობა, რას როგორ აპირებენ, როგორ აგვარებენ პრობლემას სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში, ადამიანის უფლებათა კუთხით და ასე შემდეგ. ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის, რომელიც გაუთავებლად საუბრობენ რაღაცის განუხორციელობლობაზე და ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით გადაააქვთ. იმის მაგივრად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული აქვს ქვეყანას, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრიბთ, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. პოლარიზაციის პრობლემის ერთ-ერთი გზაა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთის მედიებში დაიწყოს სიარული და გაიხსნას სივრცე დებატებისთვის. როდესაც ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ, მეტია შეთანხმების შანსი, ვიდრე მაშინ, როცა ერთმანეთს ბრიფინგებით ელაპარაკებიან. ამიტომ, ორივე მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ერთმანეთს ეთერებში დაუძახოს და ცივილიზებული, ევროპული დებატები გამართოს. თუ ვინმე ხელს ითბობს და ბედნიერია იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც აწყობს საქართველოს ევროკავშირის გზაზე ჰქონდეს დაბრკოლებები და ეს დაბრკოლებები შიდა დაპირისპირებით იყოს გამოწვეული“, – განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა