თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 541 სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ეწინააღმდეგება-ირაკლი კობახიძე

სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ზუსტად ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე როგორ შეაფასებდა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას „ალტ-ინფოს“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ალტ ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპატია არ აქვს, მაგრამ სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით უნდა იყოს მთავარი ადვოკატი.

ალტ ინფოს“ მიმართ არავითარი სიმპატია არ მაქვს, მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ ოფისთან იყვნენ მოსულები და გვაგინეს, მაგრამ რაც შეეხება ნინო ლომჯარიას ინიციატივას, როგორც იურისტი გეტყვით, რომ სახალხო დამცველი თავისი ფუნქციით მთავარი ადვოკატია, ეს არის მისი ფუნქცია. მაშინაც კი, როცა საქმე ეხება მიუღებელ ადამიანს და დამნაშავეს, ის უნდა აკვირდებოდეს, რამდენად არის მისი უფლებები დაცული. მაგალითად, როცა ადამიანს უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, მოკლა ხუთი კაცი, მისი უფლებების დაცვასაც კი უნდა აკვირდებოდეს და ამას ადვოკატის ფუნქციიდან უნდა უყურებდეს. კომიკური რა არის? – როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, პარტიის თავისუფლებაც არის ადამიანის ძირითადი უფლება და ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა და სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს, როგორც ადვოკატი, თუმცა სახალხო დამცველმა, რომელიც არის კონსტიტუციის მიხედვით ადვოკატი, თავის თავზე პროკურორის ფუნქცია აიღო, რაც მის მანდატს ზუსტად ეწინააღმდეგება. ეს არის სამართლებრივი შეფასება, დანარჩენი არის მისი საქმე. არავითარი სიმპატია ამ გაერთიანების მიმართ არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა