Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ოლიგარქის დეფინიციას თუ გადავხედავთ, ივანიშვილი შევა, მაგრამ შევლენ სხვა ბიზნესმენებიც-სანდრო რაქვიაშვილი

ნახვები: 422 ოლიგარქის დეფინიციას თუ გადავხედავთ, ივანიშვილი შევა, მაგრამ შევლენ სხვა ბიზნესმენებიც-სანდრო რაქვიაშვილი

არ მესმის, ვიღაც ადამიანს რატომ უნდა ავუკრძალოთ პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში კონკურენტული სისტემა და ბუნებრივი საარჩევნო ბარიერია საჭირო.

„ჩვენ ბევრი მდიდარი ადამიანი გვჭირდება, ვისაც შეიძლება, თავისი პარტია და მედია ჰქონდეს. ბუნებრივია, მდიდარი ადამიანი გავლენას ახდენს ბევრ სხვა სფეროზე. ეს არის სიმდიდრის ერთგვარი პრივილეგია, რის გამოც ადამიანები სიმდიდრისკენ მიისწაფიან. ამიტომ ასეთი კანონების წინააღმდეგი ვარ. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ჩვენ კონკურენტული სისტემა უნდა გვქონდეს. გვჭირდება ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი. ჰოლანდიაში 150-კაციან პარლამენტში ათზე მეტი პარტიაა და შვიდია კოალიციაში. ეს არის დეოლოგარქიზაციაც, დეპოლარიზაციაც. თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, ასე შეიძლება, მოგვარდეს და თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და პოლიტიკიდან მამუკა ხაზარაძე ჩამოვაშოროთ, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, პოლარიზაციას გაზრდის და იანვარში ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ.

პრობლემაა არა ივანიშვილია, არამედ ის, რომ შესაძლებელია ქვეყანა ერთი წერტილიდან მართო და ძალაუფლების გადანაწილება არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ვერტიკალის ქვეშ. თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორე, ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება? – შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი და უარესი ადამიანიც არსებობს.

ისეთი სისტემა არ გვჭირდება, რომელიც ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული. თუ ოლიგარქის დეფინიციას ტექნიკურად გადავხედავთ, ამაში ბიძინა ივანიშვილი შევა, მაგრამ სხვათა შორის, სხვა ბიზნესმენებიც შევლენ. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ოლიგარქი იქნება – მას ფული აქვს, გავლენა პოლიტიკურ პარტიაზე, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მედიაზე და ა.შ. არ მინდა, ვიღაც შევზღუდოთ. პრობლემაა ვერ ვხედავ, რომ მამუკა ხაზარაძეს თავისი პარტია ჰქონდეს. უკრაინის მსგავსი კანონი რომ მივიღოთ, ამაში დავით კეზერაშვილიც მოხვდება, მამუკა ხაზარაძეც და ბევრი სხვა ადამიანიც. ამიტომ, ასეთი კანონის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა