ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შეხვდა

ნახვები: 377 ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს ოფიციალური პირების თანხლების გარეშე შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს, თანაშემწეების გარეშე რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, პრემიერს ეს შეკითხვა პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის გუშინ კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა.

„მე მას სულ რამდენიმეჯერ შევხვდი“, – განაცხადა ჯონსონმა. კანონმდებლების კითხვაზე, შეხვდა თუ არა იტალიაში მაშინ, როდესაც 2018 წელს ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ჯონსონმა შეხვედრის ფაქტი დაადასტურა და ასევე აღნიშნა, რომ ლებედევს, ლონდონის მერობის პერიოდშიც შეხვდა.

ასევე, როგორც „ბიბისი“ წერს, სწორედ ბორის ჯონსონის ლობირებით ალექსანდრ ლებედევის ვაჟს ევგენის მიენიჭა პერის წოდება და გახდა თემთა პალატის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების სამსახური გაფრთხილებას იძლეოდა, რომ ევგენი შესაძლოა, საფრთხე ყოფილიყო ეროვნული უშიშროებისთვის. თუმცა, ეს გაფრთხილება მოგვიანებით, ჯონსონის მოთხოვნით უკან გაიწვიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა