ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„რესპუბლიკური პარტია“ შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს-ხათუნა სამნიძე

ნახვები: 353 „რესპუბლიკური პარტია“ შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს-ხათუნა სამნიძე

არ ვფიქრობ, რომ ასეთ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვთქვათ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციას გეგმავს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციაა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ.

„ვგეგმავ, საკუთარი დღის წესრიგით მივიდე და სპიკერს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარება და თუ ხელისუფლება თვლის, რომ ერთ-ერთი ნაბიჯია ოპოზიციასთან საუბარი, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი. ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. პარლამენტში მუშაობა საუბარს ნიშნავს და თუ ვერ ვთანხმდებით, საზოგადოებისთვის ამის შესახებ პოზიციების ღიად გაცნობა უნდა მოხდეს.

შეხვედრამდე იმის თქმა, რომ აზრი არ აქვს, არ ვიზიარებ. ასჯერ თუ ვცადეთ და „ქართული ოცნება“ არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, უნდა ვცადოთ ორასჯერაც და სამასჯერაც“,- განაცხადა სამნიძემ.

​მისივე თქმით, მათ პოლიტიკურ ჯგუფშიც არის აზრთა სხვადასხვაობა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ შეხვედრას არ ესწრება კონკრეტული მიზეზების გამო, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ პოლიტიკა არის საუბარი და თუ საუბრის შემდეგ ვერ შედგა შეთანხმება, ვალდებული ვარ საზოგადოებას ავუხსნა, რატომ არ დგამს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს. არ ვიზიარებ პოზიციას, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს. თუ არაფერს აქვს აზრი, მაშინ არც პარლამენტში მუშაობას აქვს აზრი“,- განაცხადა სამნიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა