ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21 პროცენტით გაიზარდა

ნახვები: 410 მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს და 298 რეისს მოემსახურა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში სრულად აღდგა მგზავრთნაკადი, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მგზავრთნაკადისა და რეისების რაოდენობის ზრდა განაპირობა მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ, რომელიც მიმართულია ფრენების გეოგრაფიის გაფართოებისკენ, ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებისკენ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და არსებული მიმართულებების გაზრდისკენ.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. პირველი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება და არსებულ ათ მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა