Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

დეპოლარიზაციისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა-იაგო ხვიჩია

ნახვები: 514 დეპოლარიზაციისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა-იაგო ხვიჩია

ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა ვცდილობდეთ, რომ ევროპელებს თავი მოვაწონოთ, რათა ის შესაძლებლობა ექვს თვეში მაინც მოგვეცეს, რომელიც ახლა არ მოგვეცა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაციისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა.

„ადამიანს, რომელსაც ვინმესთვის თავის მოწონება უნდა იმ წინადადებებით და ტონალობით შეიძლება ლაპარაკობდეს, როგორსაც ჩვენ ვისმენდით კობახიძისგან ევროინტეგრაციასა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით? – მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ის არ არის, რასაც აცხადებენ, შეიძლება, საერთოდ სხვა მიზანი აქვთ, რომელიც ჩვენ არ ვიცით. სხვა შემთხვევაში, ასე ცდილობდე ვინმეს თავი მოაწონო, უცნაურია. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ულტიმატუმი ჩვენგან არ არის, ეს მოთხოვნა არის ევროკომისიის, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს. ამისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა. როცა ულტიმატუმზე საუბრობენ, ეს ულტიმატუმი იყო თუ არა, კარგად წაიკითხონ ევროპელების დოკუმენტები და გაიგებენ, ეს ულტიმატუმია თუ პირობები, რომელიც უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა