რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე-კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

ნახვები: 603 წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე-კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე

ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა მას კომენტარი სთხოვეს საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის მისდამი ღია წერილზე.

ელჩის თქმით, წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით.

„წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი. ეს ინსტიტუტი არსებობს და აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე. ყველა დემოკრატიისთვის ძალიან სახიფათოა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან ძირგამოთხრილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ის როგორც ჩანს, ცდილობს დეზინფორმაციის გამეორებას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ცხადი ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომ მოხდეს მისი გავრცელების პრევენცია. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს მშვიდობისთვის მუშაობა ჩვენთან ერთად, ვცდილობთ, იყოს ჩვენ მხარეს. არის ძალიან ბევრი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნახა ნატო-ს ბოლო სამიტზე მადრიდში მხარდაჭერის გაწევა ძალისხმევისთვის უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შესაჩერებლად. ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც სასწორზეა. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ტყუილი. რა არის მათი მოტივი, რომ აგრძელებენ ამის გამეორებას, რაც ტყუილია? – ესაა ჩემი შეკითხვა. რაც ვიცი ისაა, რომ როგორც ჩანს, რასაც ის ამბობს, ამას ემხრობიან მმართველი პარტიის ლიდერები. ასე რომ, არ ჩანს თითქოს, ის დისტანცირებულია პარტიისგან, როგორც ამას თავად ამბობს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა