რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ანალენა ბერბოკი - გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

ნახვები: 512 ანალენა ბერბოკი - გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია მუშაობს ყველა შესაძლო სცენარზე გაზის დეფიციტის შემთხვევაში.

„ჩვენ თუ გვექნება ნაკლები ენერგია, ნაკლები მომარაგება, ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ის სამართლიანად იყოს გადანაწილებული“, – განაცხადა ბერბოკმა.

ამასთან, მინისტრმა მტკიცედ უარყო მოთხოვნები, ჯერჯერობით ქსელიდან არ გაეთიშათ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური. მისი თქმით, რუსეთი არაპროგნოზირებადია არა მხოლოდ უკრაინაში ომში, არამედ ზოგადად, წესების დაცვაში, მათ შორის ენერგორესურსების მიწოდებაში.

„ამიტომ მუშავდება ყველა შესაძლო სცენარი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა