ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა-ბადრი ჯაფარიძე

ნახვები: 567 ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა-ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დასაბუთება და დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობის შესასრულებლად საჭიროა ახალი მთავრობის ფორმირება.

„ევროკავშირის პირველი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა. დღევანდელი მმართველობა, მისი შემადგენლობით და არსით, ევროკავშირის მიერ არ მიიჩნევა ისეთ მმართველობად, რომელიც იმსახურებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დასაბუთება და დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა. ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ დათვალა, პრემიერ-მინისტრის წერილში 38-ჯერ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის, დეოლიგარქიზაციის გარეშე ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

თვითონ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები არიან. მთავრობის მთავარი ღერძი შედგენილია სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც შერჩეული არიან ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობის პრინციპიდან და კრიტერიუმიდან გამომდინარე. ესაა ოლიგარქიული მმართველობა, ანუ პიროვნება, რომელიც თავისი სიმდიდრით ქვეყნის ბიუჯეტის მესამედს ფლობს, მაგრამ ასეთ ადამიანთან აფილირებული პირები არიან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და პრემიერ-მინისტრი მასთან პირდაპირ აფილირებული ადამიანია.

ჩვენ ეს დიდი პრობლემა რომ გადავლახოთ და შევასრულოთ პირობა, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა, საჭიროა ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც არ იქნება ფორმირებული ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანებისგან, არამედ ფორმირებული იქნება პროფესიონალებისგან. რაც უნდა ბევრი წერილი დაწეროს პრემიერ-მინისტრმა, ამით პირიქით, ხელს უწყობს იმ წარმოდგენის და ხედვის განმტკიცებას, რომ ქვეყანაში მართლაც ფესვები აქვს გადგმული ოლიგარქიულ მმართველობას და სამწუხაროდ, გარკვეულწილად ეს იღებს კერპთაყვანისმცემლობის სახესაც, რაც ძალიან ცუდია პირველ როგში ივანიშვილისთვის. მას უფრო უზრდის რისკებს და ჩვენს ქვეყანას უმცირებს შანსებს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლო გამოკვლევებით ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის გზაზე დღეს დაბრკოლებას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანების მოსაზრებების იგნორირება ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ქვეყანა ჩაფლულია ოლიგარქიულ მმართველობაში და დეოლიგარქიაზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი დასავლელი მეგობრები და ევროკავშირი გვეუბნებიან, რომ შეუძლებელია, ევროკავშირის ოჯახში შეხვიდე იმ ტიპის მმართველობით, რომელიც დღეს საქართველოშია ჩამოყალიბებული. შენს წერილში 38-ჯერ რომ ახსენებ პიროვნებას, მიუთითებს, რომ ეს პიროვნება შენი ხელმძღვანელია. ფაქტობრივად, მიმდინარეობს საუბარი ივანიშვილის გარემოცვაში შემავალი პირების დასანქცირებაზე, გარკვეული მოსამართლეების დასანქცირებაზე, რაც არ უნდა გადაეფაროს კობახიძე თუ პაპუაშვილი ამ თუ იმ მოსამართლეს, რომელიც პირდაპირ ბრძანებებს და დავალებებს ასრულებენ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, თავად ივანიშვილს არ სურს, იყოს პირველ ხაზზე და მისთვის კომფორტულია, როგორ რეჟიმშიც იმყოფება. „ამის მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს. პოლიტიკაში მისი დაბრუნება უფრო გაართულებდა კიდეც საქმეს. ცუდია პოლიტიკაში ასეთი ტიპის პროგნოზების კეთება, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ გვჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა