ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა, რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 673 საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა, რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი-გიორგი ვაშაძე

საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა. რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი. ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ შეაფასა ევროკომისიის წარმომადგენელის განცხადება,სადაც  მიხაელ რუპი ამბობს: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ.

როგორც ვაშაძე ამბობს, პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს ყველა შესაბამისი კანონი, რომელსაც „ქართულ ოცნების“ ყველა წარმომადგენელი მისცემს ხმას.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთდა შემდეგი განცხადება, რომ საქართველოში დეკემბრისთვის შემფასებელთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ქვეყანას საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს – შეასრულა თუ არა ქვეყანამ 12 პუნქტიდან გამომდინარე მასზე ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ითქვა, რომ შემდგომი პროცედურა შეიძლება, იყოს 2023 წელს, მაგალითად, იანვარში. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რეფორმები განხორციელდა თუ არა, დეკემბერში გაკეთდება. ამიტომ ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს იმისგან, რაზეც აჟიოტაჟი ასატეხი არ არის. თუ დეკემბერში საქართველო ყველა რეფორმას შეასრულებს, იქნება მხოლოდ პროცედურა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი უნდა შეიკრიბოს და თქვას, დიახ, საქართველომ ვალდებულებები შეასრულა და კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ. ეს შეიძლება, იყოს იანვარის მეორე ან მესამე კვირაში. საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა – რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი. ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე. ოლიგარქიული რეჟიმი საკუთარი თავის დეოლიგარქიზაციას არც ერთ შემთხვევაში არ მოახდენს. ამას მათი უკუღმართი, ანტიეროვნული განცხადებები მოწმობს. ამიტომ, ყველა შესაბამისი კანონი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში, რომელსაც „ქართულ ოცნების“ ყველა წარმომადგენელი მისცემს ხმას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა