ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილს სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს

ნახვები: 578 ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილს სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს

დაკავებულ სოსო გოგაშვილს რამდენიმე საათში მისი ადვოკატი სუს-ის შენობაში მოინახულებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ განუცხადა, საღამოს, 20:00-დან 21:00 საათამდე მივა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაკავებულ გოგაშვილს შეხვდება.

მისივე განმარტებით, მანამდე არ მოხდება ბრალის წაყენება, რადგან ამ საგამოძიებო მოქმედებას ადვოკატის გარეშე ვერ ჩაატარებენ. გოგაშვილი სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში 13-საათიანი სპეცოპერეაციის შედეგად გადაიყვანეს.

ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლებია: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა