ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

დოკუმენტები საზღვარგარეთაა, აპირებს რამოდენიმე დღეში გასაჯაროებას-გოგაშვილის ადვოკატი

ნახვები: 671 დოკუმენტები საზღვარგარეთაა, აპირებს რამოდენიმე დღეში გასაჯაროებას-გოგაშვილის ადვოკატი

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან, სოსო გოგაშვილთან ცოტა ხნის წინ იურისტები იმყოფებოდნენ. უფლებადამცველი სუს-ის შენობაში დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

უწყების დატოვების შემდეგ, იურისტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გოგაშვილის თქმით, რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება დოკუმენტები. ეს ის დოკუმენტებია, რომელიც "ქართული ოცნების" არჩევნების გაყალბების სქემას ახდის ფარდა და ცნობილი გახდება, როგორ ცდილობდა მმართველი პარტია 2022 წელს არჩევნებში გამარჯვებას. გოგაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტები არ ინახება საქართველოში, მასალები საზღვარგარეთაა დარამდენიმე დღეში გასაჯაროვდება. 

სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მისი დაკავება მოხდა არასამართლებრივად. მას სახლში ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ცდილობდნენ, გოგაშვილის ანაბეჭდების დაფიქსირებას, რასაც სუს მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. 

"როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას და ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს. როგორც თვითონ აცხადებს, ის მუშაობდა ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე და აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას აპირებდა რამოდენიმე დღის განმავლობაში და როგორც თვითონ აცხადებს, ეს დოკუმენტი დღის სინათლეს მაინც იხილავს. არის საზღვარგარეთ, არის სანდო ხელში და აპირებს რამოდენიმე დღეში მის გასაჯაროებას. 

ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის არე მარჯვენა მხარე აქვს შეშუპებული და წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ როდესაც სოსო გოგაშვილს ჰქონდა ხელები შეკრული უკანა მხარეს, გაშლილ ხელებზე მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით",- ამბობს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა