ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის
4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

იტალიის ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები მარიო დრაგის მოუწოდებენ, თანამდებობა არ დატოვოს

17.07.2022 ნახვები: 634

იტალიის ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები მარიო დრაგის მოუწოდებენ, არ დატოვოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, იტალიის რამდენიმე ქალაქის მერმა, ასევე ბიზნესასოციაციის და პროფკავშირების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც სთხოვენ იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის, გადახედოს გადადგომის გადაწყვეტილებას, რადგან შიშობენ, რომ მისი გადადგომა ზიანის მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მიმართვას ხელს აწერს იტალიის 110 ქალაქის, მათ შრის 10 უდიდესი აგლომერაციის მერი.

„ჩვენ, მერები, რომლებსაც ყოველდღიურად გვიწევს იმ პრობლემების მართვა და გადაჭრა, რომლებიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ვთხოვთ მარიო დრაგის, არ გადადგეს და პარლამენტს მიაწოდოს დამაჯერებელი მიზეზები, თუ რატომ უნდა გააგრძელოს მთავრობამ ფუნქციონირება“, – ნათქვამია მიმართვაში.

როგორც მედია წერს, მსგავსი მიმართვა გაჟღერდა სამრეწველო, ფერმერული და სავაჭრო კავშირების მხრიდანაც. იტალიის უმსხვილესი პროფკავშირის CGIL-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნისთვის მთავარი სტაბილურობაა, ხოლო ამჟამინდელ მთავრობას არ დაუკარგავს ნდობა იტალიის მოსახლეობაში.

„როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მარიო დრაგი არ აპირებს რაიმე სახის ულტიმატუმების შესრულებას და კვლავ გადადგომა აქვს გადაწყვეტილი. პრემიერი 20 ივლისს წარდგება პარლამენტის წინაშე, სადაც მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი გადაწყდება.

გასულ ოთხშაბათს, იტალიის პრეზიდენტმა უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა იტალიის პრემიერის განცხადება გადადგომის შესახებ.

როგორც მედია წერს, იტალიის კოალიციური მთავრობა დაშლის პირას აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ უარი განაცხადა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობაზე, ათასობით კომპანიისა და ოჯახისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის კანონპროექტის მიღების შესახებ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა