სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

საპატრიარქოს დე ტორკვემადა - მეუფე შიოს ნეტარება და აღშფოთებულთა ვნებები

18.10.2021 ნახვები: 691

 ივლისს მშვიდად მყოფნი ახლა შფოთავენ!?

----

ჰამიშარაოგიშველა ჯვრის დემონსტრირება ტელეეკრანზე?

"ძირს ჰესებისმოძრაობის მხარდაჭერა მამაოების და ბიდლოს ხათრით?

საუბარი ქოცების "ანტიმართლმადიდებლობაზედა იმაზერომ შენ ჭეშმარიტი მორწმუნე ხარ?

არ გჯეროდაროდესაც გეუბნებოდნენ რომ ბიდლო და მამაოების შენ მხარს არასდროს დაგიჭერდნენ.

აგერძამიაშედეგები” - თენგიზ აბლოთიას მხოლოდ ეს სიტყვები რომ დამეწერა აქ, ვგონებ საკმარისი იქნებოდა თავისი ტევადობით და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გასაგონად, არამედ თქვენი - ყველასი, ვისაც ან შიო, ან სპირიდონი, ან ნიკოლოზი მიგაჩნიათ შუამავლად საკუთარ რწმენასა და ღმერთს შორის.  

----

ბევრი რომ არ იწვალოს იმან, ვინც არ იცის - თომას დე ტორკვემადა დიდი ინკვიზიტორი გახლდათ. შესავლისთვის მგონი ესეც კმარა.

ისიც მინდა იცოდეთ ან გაგახსენოთ, რომ შუა საუკუნეები არ არსებობდა განცალკევება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ამიტომ არ იყო მკაფიო საზღვარი ხელისუფლებას შორის. გარდა ამისა, ხალხი ვალდებული იყო მიჰყოლოდა მეფის რელიგიას და ყველაფერი, რაც საფრთხეს წარმოადგენდა რელიგიურ სფეროში, მწვალებლობად ითვლებოდა.

ჰო, კიდევ რა - საქართველოში დღეს ფორმალურად არის სეკულარული სახელმწიფო, მხოლოდ ფორმალურად რადგან ხელისუფლებებს ჰგონიათ, რომ მართავენ, რეალურად ისინი საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი ორგანოს - საპატრიარქოს შტატგარეშე თანამშრომლები და უფრო მეტიც - ვასალები არიან. თავად საპატრიარქო და ეკლესიაში „დასაქმებულთა“ მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სახელმწიფოს ნომერ პირველი მტრის - რუსეთის მთავარი დასაყრდენია.

 

ახლა მარტივი კითხვა მაქვს: - საქართველოში ყველაზე პროდასავლური - გნებავთ ლიბერალური, გნებავთ კონსერვატიული - ღირებულებების პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი, რომელიც სიტყვით და საქმით ზრუნავს, რუსული გავლენის მატარებელი ინსტიტუციის სიძლიერეზე, ვის სამსახურშია?

 

ცნობისთვის, 2017 წლის 23 ნოემბრიდან, როდესაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო მუჯირი მოსაყდრედ დანიშნა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ინკვიზიცია ოფიციალურად გაფორმდა. მართალია არაფორმალურად, მაგრამ  ამ მიმართულებით მისი საქმიანობის ფორმალიზება ზნეობის კომისიაში ხდება.

-----

ერთი წლის წინ - 2020 წლის 12 ოქტომბერს ასეთი რამ დავწერე:  დაგისვამთ კითხვა საკუთარი თავისთვის, რატომ არის ქვეყანაში ყველა დიდი სკანდალის ან მაპროვოცირებელი, ან მთავარი როლის შემსრულებელი საქართველოს ეკლესიის სახელით მოქმედი საპატრიარქო, ღვთისმსახურთა ერთი ჯგუფი (განსაკუთრებულად უწიგნურ-გაუნათლებლები)? რატომ კვებავენ მათ მეხუთე კოლონა - საბჭოთა ინტელიგენცია და მისი ნაშიერები? განა ცხადი არ არის ყველაფერი, როდესაც მავანი საუბრობს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ღვთისმსახურებთან მიმართებაში და ამავდროულად, უკიდეგანო პოლიტიკურ ტრანსში ვარდება ოპონენტების შეფასებისას? სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ ხომ არ განაპირობა ის ვითარება, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და ამაზე ვწერ წლებია - ეკლესიამ უკიდეგანო გავლენის ფონზე ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო... რა, მხოლოდ მაშინ არის საპატრიარქოს (ეკლესიის) წარმომადგენელი სათრევი, როდესაც ეს პოლიტიკური ნარატივისთვისაა კარგი და აუცილებელი?

2017 წლის სექტემბერში დავწერე პირველად, რომ ალფეევის ანუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნით შიო მზადდებოდა მორიგ პატრიარქად და 23 ნოემბერს გვამცნო კიდეც თავისი უკანონო გადაწყვეტილება მისმა უწმინდესობამ.

ახლა, ის მაინტერესებს, რამდენი პოლიტიკური ლიდერი მიიჩნევს შიოს რუსულ პროექტად როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციურ ფლანგზე? იმ "ცნობილი" სინოდის შემდეგ სულ იმას არ ვამბობ, რომ ეკლესიის მმართველობაში ყველაზე რეაქციული და რადიკალური ძალები გაძლიერდნენ?

რატომ არ აკეთებს არავინ ინტერაქტივს იმაზე, რა ძალები მართავენ დღეს საქართველოს ეკლესიას? მრევლმა ის მაინც თუ იცის, რომ თავადაც დაბალი რანგის საეკლესიო იერარქები არიან, მაგრამ ხმით და რიცხოვნობით უფრო ძლიერნი ვიდრე ცალკეული გაზულუქებული ეპისკოპოსი და თავხედი ღვთისმსახური.

როგორ „დაიკერა“ მედია, რომელმაც სრულად წაუყრუა ამ ზაფხულს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ერთი ღვთისმსახური, მუშას გაუპატიურებით ემუქრებოდა?

როგორ დაიკერა მედია, როდესაც იმავე შიომ უმძიმესი შეცდომები დაუშვა სხვადასხვა ქადაგებებისას, რაც პირდაპირ გახლავთ მისი მხილება ან ერესში ყოფნის, ან გაუნათლებლობისა და უწიგნურობის?

რამდენი პოლიტიკოსს აქვს აღქმა მიცემული მოსაყდრედ წოდებული მუსიკოსისთვის, რომ საკუთარ ძალისხმევას არ დაიშურებენ მის გასაპატრიარქებლად?

ღვთისმსახური ჯაღმაიძე ის „შეგნებულად უვიცი“ არ არის, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ მოსაყდრე ტახტის მემკვიდრეა? რატომ არ გამოაქვს არავის ეს კადრები და არ ატრიალებს ეთერში, მის მიერ მრევლის ან შეგნებულად შეცდომაში შეყვანის დასადასტურებლად, ან მისი უვიცობის და დეგენერატიზმის წარმოსაჩენად?

რატომ არავინ საუბრობს სმე-ის საპატრიარქოს მიერ მსოფლიო პატრიარქისა და საპატრიარქოს მიმართ გამოცხადებულ ფარულ ომზე?

რატომ არავის არ გაუჩნდა სურვილი მსოფლიო პატრიარქთან ჩაეწერათ ინტერვიუ (მე ვერაფრით დავიყოლიე ვერც ერთი ტელევიზია ეს გაეკეთებინა და მერე შევეშვი ამ მცდელობას)? (შენიშვნა. როგორც იქნა ეს საქმე „ფორმულა“ გააკეთა და რა... ვინმემ გადააკატავა, ან ნიუსები აკეთა ამაზე?)

ახლა რაც ხდება, ამ ყველაფერში ყველაზე საცოდავად "ქართული ოცნება" გამოიყურება და რა თქმა უნდა, ოპოზიციის ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ეკლესიის რუსულ ფრთაზე აუგს ვერ დააცდევინებ. რატომ?

სულ გიკიჟინებთ, არ იცით თქვენ იმდენი, მათ რომ იციან და არ შეიძლება იმათთან არც ალიანსი არც საერთო "კარტის" გათამაშება. არ არიან ისინი ქართული სულის მღვდლები და ბერები. საქართველოსთვის კი არა, რუსეთისთვის და რუსული იდეოლოგიისთვის ირჯებიან. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რუსეთში ისწავლა და ვინ საქართველოში, ან საერთოდ არის თუ არა ნამყოფი ზაგორსკში. იდეოლოგიური ბმა უფრო საშიშია, ვიდრე ანგარებითი და ესეც არ გესმით ქართველი პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების უმეტესობას“.

-----

ახლა მეუფე შიოზე აღშფოთებულ საზოგადოებას და განსაკუთრებით კრიტიკულ მედიას გავახსენებ 2020 წლის 7 აპრილს. გახსოვთ, მაშინ როგორ წაუყრუეთ შიოს სიტყვებს. ზოგმა კი არ წაუყრუეთ, არამედ საპატრიარქოდან განხორციელებული ზარის შემდეგ მომზადებული სიუჟეტები უბრალოდ წაშალეთ.სხვაგან არ წავალ - ისევ ჩემს ტექსტს მოვიშველიებ: 

„მოსაყდრემ ან ბოდიში უნდა მოიხადოს ან აღიაროს, რომ ერესშია

---

დღეს, მოსაყდრე შიოს მიერ ნაქადაგები მოძღვრება არის ჩვეულებრივი ერესი და მას ძალიან გაუმართლა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობს და არა უფრო ადრე, რამდენადაც ამგვარად ნაქადაგებ მოძღვრებას აუცილებლად უმკაცრესი შედეგები მოჰყვებოდა მსოფლიო კრებების დროინდელ ეკლესიაში. კონკრეტულად რომ ვთქვა, მეუფე შიო ამბობს, რომ „სულიწმიდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში რათა მას ეშვა ძე." ეს გაუგონარი რამაა მართლმადიდებლური დოგმატიზმისთვის, და თუ ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, მეუფე შიოს ორი არჩევანი აქვს, ან მან უნდა აღიაროს რომ შეცდომა დაუშვა, ითხოვოს პატიება და ჩამოაყალიბოს ეკლესიის სწავლება, ან უნდა განიკვეთოს ეკლესიიდან. ეს არაა პოლიტიკის თემა, ეს დოგმატური დარღვევაა!

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ტრიადოლოგიურ დოგმას, ანუ სწავლებას წმინდა სამების შესახებ, რომელიც უცვლელადაა გადმოცემული საუკუნეების მანძილზე. ამ სწავლების მიხედვით წმინდა სამებაშია ერთი არსი და სამი ჰიპოსტასი (პირი), მამა, ძე და სულიწმიდა. თითოეულ პირს აქვს საკუთარი თვისება და ყოვლად დაუშვებელია ამ თვისებათა ერთმანეთში არევა. მამის არის უშობელი, მისი პიროვნებაა სამების მყოფობის მიზეზი. ძის თვისებაა შობილობა, ხოლო სულიწმიდისა კი მამისაგან გამომავლობა.“ 

ა, ეს ის თემაა, რომელიც თქვენ არ იცით არა? სამაგიეროდ იცოდით კოვზის ამბავი, რომელიც რწმენას დაუპირისპირეთ და როცა გეგონათ ხალხის სამსახურში იდექით ისევ საპატრიარქოს გაამარჯვებინეთ და ისევ სახელმწიფოს საზიანოდ.

სამაგიეროდ, იცით მიშას თემა და ისიც როგორი არაქრისტიანული ყოფილა მეუფე შიოს გაკეთებული კომენტარი, რომლის არსი იყო ძალიან ნათელი - იჯდეს ციხეში!

 

ა, ახლა გახდა თქვენთვის შიო ინკვიზიტორი?

-----

დიახ, გაკვირვებული ვკითხულობ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ საყვედურებსა და შეგონებებს. ნეტავ, რა თქვა მოულოდნელი ადამიანმა, რომელიც წლებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა გამგეობის დებულების (თქვენს ენაზე რომ ვთქვა, ჩვენი ეკლესიისთვის კონსტიტუციის ტოლფასი დოკუმენტია) დარღვევით არის მოსაყდრე და ამ მდგომარეობას იფერებს. ამას ხომ ეგუებოდით და ეგუებით ყველანი, მცირედი გამონაკლისის გარდა.

არანაირი ნიშნის მოგება, მით უფრო პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს - სხვა პოლიტიკოსების გასაგონად ვწერ ამას და მასაც თუ ვინმე ეტყვის ძალიან კარგი: არ გამოდის ფლირტი და სიამტკბილობა რუსეთის ნომერ პირველ დასაყრდენთან საქართველოში - დიახ, საპატრიარქოს ვგულისხმობ. რამდენჯერაც არ უნდა აღუთქვათ მხარდაჭერა, რამდენჯერაც არ უნდა წაუყრუოთ მის როლს პოლიტიკურ პროცესში - როგორც ეს გააკეთეთ 5 ივლისს, ისინი არასოდეს მოიქცევიან არც მიშას და არც ბიძინას ჭკუაზე, მათ საკუთარი - რუსული დღის წესრიგი აქვთ.

არ გესმით თქვენ ეს და ყოველი არჩევნების წინ ატალახებული გაქვთ საპატრიარქოს თუ ეპისკოპოსების რეზიდენციების კარები - კურთხევას ითხოვთ. ხართ კიდეც კურთხეულნი - თქვენი შემოქმედებაა ყველასი დღევანდელი საქართველო და მეტწილად ეკლესიის „ღრმად ქრისტეს მორწმუნე“ მრევლის, დღესასწაულებზე კელაპტრებით რომ წამოსკუპდებოდით და წამოსკუპდებით საპატიო ადგილებზე, ტაძრებში.

ნეტავ რას ელოდით? ახლა მეუფე შიოს რომ შეაგონებთ - საეკლესიო წესებს, ქრისტიანულ სიყვარულს, სათნოებას თუ მიმტევებლობას და საყვედურობთ მაღალ რეგისტრში - არაფერი ქრისტიანული არ გაცხიათო, ეს რომელი სტანდარტია? ახლა რომ აკეთებთ ამას მაგაზე ვამბობ. ან რა, ეპისკოპოსების ერთი ნაწილი, რომლებიც გულმხურვალედ უჭერენ მხარს მესამე პრეზიდენტის ტუსაღობიდან დახსნას, თქვენ გგონიათ ქრისტეს სწავლების საფუძველზე აკეთებენ ამას? მე მატყუებთ, თუ თავს იტყუებთ?

თავს იტყუებდა წლების განმავლობაში ბატონი სააკაშვილიც, რომელიც პირდაპირ კვებავდა გრუს-ს ფილიალს საქართველოში. მაშინ არ უნდა ეფიქრათ იმაზე თუ არ იცოდნენ, როდესაც კუდ-ს ოფიციალურად ჰყავდა 500-მდე საეკლესიო პირი და იერარქი ინფორმატორად თუ აგენტად, რომ ეს ადამიანები სხვა ქვეყნის სამსახურშიც იდგნენ? უი, რადგან მიშას დაუჭირა მხარი მეუფე ნიკოლოზზე არსებული ინფორმაცია კრებსებში მონაჩმახია?

5 ივლისს რა მოხდა? რუსეთი აპირისპირებს ხალხს და ეკლესიას ერთმანეთსო, ასე არ ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა და რეალურად მხარი დაუჭირა სწორედ საპატრიარქოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რბევას? და ღარიბაშვილმა განა სხვა რამე გააკეთა? მე დავიწყე მილიონებით საპატრიარქოს დაფინანსება? ჰო, ახლაც ხომ არ აპროტესტებს ამას ოპოზიციის უდიდესი ნაწილი? და იმასაც ვერ ხდებით, რომ ამ ფულით მეუფე სპირიდონი რუსეთის სიდიადეს და სიყვარულს ასწავლის ბავშვებს, მოზარდებსა და სტუდენტებს. და განა მხოლოდ მეუფე სპირიდონი. აგერ აქ - სასულიერო აკადემიაში, მთავარი რუსულის ცოდნაა... ეჰ...

აი, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, ვინც მართლა ფიქრობთ, რომ მეუფე ნიკოლოზი, ან სპირიდონი, ან შიო გიშუამდგომლებთ უფალთან იმისთვის, რომ როცა აღესრულებით იქ კარგ და თბილ ადგილას მოხვდეთ, ან ამათი ლოცვებით ცხონდებიან თქვენი მიცვალებულები. ამათ ტაძრებში ქრისტეს არც შეუხედავს და სადაც იყო იქიდან კიდევ კარგა ხანია გამოაძევეს.

აი, ვიდრე სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდებოდა თქვა, - მე ვბრუნდები "ჩვენი ცხოვრების საეკლესიო წესის" შესაცვლელადო. და ვინ ეკითხება სააკაშვილს ან ივანიშვილს, ან ვინმეს ამ ცხოვრების წესის შეცვლას. ა, ჰო რეანიმაცია, რეაბილიტაციის კურსია მათთვის ჩასატარებელი, სტრესები აწუხებთ, წელში არიან გამწყდრები ჩვენი ცოდვის ტარებით, სული აქვთ დამძიმებული?

სწორედ მაშინ დავწერე ეს: „...რაც მაინტერესებს - "ჩვენი ცხოვრების საეკლესიო წესის" შეცვლას როგორ უპირებს (მიხეილ სააკაშვილი) მილიონზე მეტ თანამოქალაქეს - ათეისტს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელს, აგნოსტიკოსს? მირიანია თუ დავითი?

მოკლედ, ამ თემაზე მე ჩემი პასუხი მაქვს და მიმაჩნია, რომ სააკაშვილის საეკლესიო ფეტიშები და ფლირტი საქართველოს საპატრიარქოსთან (ეკლესიას არ ვგულისხმობ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ აქ ზღვარს ვერ ავლებს და არც არასოდეს გაუვლია) მავნებლურია, როგორც ეკლესიასთან მიმართებაში, ასევე, მრევლთან. ჰო, მრევლი ეკლესიის ნაწილია და არა - საპატრიარქოსი. ვის მოსწონს და ვის - არა, მრევლის და ეკლესიის გარდა არავის საქმე არაა, როგორია პატრიარქი, მოსაყდრე თუ მეუფე იაკობი და მათ სიძულვილს ან სიყვარულს ხელისუფლება არ უნდა აიძულებდეს 21-ე საუკუნეში ერთ მოქალაქესაც კი“.

ჰოდა, ზუსტად ვიცი, ახლაც ვერ მიხვდება ბევრი რა დავწერე. დავწერე ის, რომ არ შეიძლება ეფლირტაო და სიამტკბილობაში იყო, სამომავლო გარანტიები გასცე იმ ინსტიტუციაზე, რომელიც შენი სახელმწიფოს ნომერ პირველი მტრის ნომერ პირველი დასაყრდენია შენს ქვეყანაში. არა! არ შეიძლება.

მრევლის გასაგონად კი ვიტყვი - საპატრიარქოზე (ეკლესიაში ნუ აურევთ) გავლენა არ აქვს არც მიშას და არც ბიძინას. უბრალოდ ვერ ექნებათ, იმიტომ, რომ მათ სხვა პატრონი ჰყავთ, ამათზე უფრო ძლიერი - რუსეთი! და თუ ზოგჯერ ერთს უჭერენ მხარს და ზოგჯერ მეორეს - ეს კონიუნქტურა და პოლიტიკური მიზანშეწონილობაა მათი მხრიდან. კონკრეტულ სიტუაციაში ასე სჭირდებათ. პოლიტიკაც თქვენზე უკეთ იციან, ესეც მერწმუნეთ და ყნოსვაც დიდებული აქვთ.

შესაბამისად, მეუფე შიომ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და რაც დაავალეს ეთქვა. აქ კი არა - აქ მას დირექტორი არ ჰყავს, არც გამგე და თავს იტყუებთ მორიგჯერ თუ ისრებს სწორი მიმართულებით არ მიმართავთ.

საინტერესო რამეა ცხოვრება - როგორ მაინტერესებს, რამდენი „ნაცი“ მოუყრის მეუფე შიოს „ხვალ“ ფეხს და ეამბორება ხელზე... რა უფრო მეტია მათში რწმენა - თუნდაც ცრუ თუ მოქალაქე ან პარტიის წევრი... და განა მხოლოდ მას...

---

და ბოლოს, ისევ კითხვა ოპოზიციას, იქნებ უადგილო მოგეჩვენოთ მაგრამ კითხვაა და ჰა, გამეცით პასუხი: მაისში, რომ დოკუმენტი შექმენით და ხელი მოუწერეთ ლგბტქ თემს დაგიცავთო, 5 ივლისს რატომ უღალატეთ იუდას ამბორით? და უფრო მეტი - რატომ აცემინეთ სრულიად უდანაშაულო ჟურნალისტები მარბიელებს, რომელსაც ორგანიზებას მეუფე შიო და საპატრიარქო უწევდა?

მეორე კითხვაც: მიშას პოზიცია მაშინ შეცდომა იყო? იმ დროზე რას მეტყვით ჯიპებზე რომ აამხედრა გრუ-ს ფილიალი?

ციხისთვის არავინ მემეტება, ეს ერთმნიშვნელოვნად...

---

არც იმდენად იდიოტი ვარ, რომ თქვენი -შიოთი აღშფოთებულების, ან აღფრთოვანებულების ვნებების დაცხრომაში მოგეშველოთ, ვიდრე არ აღიარებთ საკუთარ შეცდომებს - არ იტყვით, რომ საპატრიარქოს 25 მილიონი დაფინანსება უნდა შეწყდეს და საკუთარი პოლიტიკური წარმატებისთვის ბრძოლაში საპატრიარქოს, ან ნებისმიერი ეპისკოპოსის, თუ ღვთისმსახურისგან კურთხევის გამოთხოვნას არ მიატოვებთ. სხვაგვარად, თქვენი ეს ვნებები და ფლირტი ეკლესიასთან ჩემი შვილებისთვის უბედურების მომტანია და ამაში ხელს არ შეგიწყობთ.

-----

ღმერთო დაიფარე საქართველო და უშველე ყველა განსაცდელში მყოფს...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი 

CNEWS.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა