გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ

პრემიერის ვიზიტმა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან-ილია დარჩიაშვილი

ნახვები: 558 პრემიერის ვიზიტმა ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან-ილია დარჩიაშვილი

დღეს სრულდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა – ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას. ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს ორ ქვეყანას, მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული და გაძლიერებული ამ თანამშრომლობის პარალელურად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას თურქმენეთში განაცხადა.

მისივე თქმით, უზბეკეთში და თურქმენეთში პრემიერის ვიზიტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან.

„ზოგადად, პრემიერ-მინისტრის შუა აზიაში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. როგორც ცნობილია, ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში და დღეს უკვე თურქმენეთში სრულდება მისი ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტმა საერთო ჯამში უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან, რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ერთი მხრივ ამ რეგიონს აქვს, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს, რათა შევძლოთ, აღნიშნული თანამშრომლობის შესაბამისად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა