აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და რამე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებული პარალელური დათვლები-კახა კალაძე

21.07.2022 ნახვები: 565

არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და რაიმე კითხვის ნიშანი თუ არსებობს, ეს არის „ისფედის“ გაყალბებული პარალელური დათვლები, დამტკიცებული ფაქტებია, რომ „ისფედმა“ პარალელური დათვლები გააყალბა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ ერთად ჩატარებული კვლევის საფუძველზე „გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვისა და არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების სქემა“.

„ეს არის ჩვეულებრივი დიდი სისულელე. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს, ეს არის „ისფედის“ გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, დამტკიცებული ფაქტებია, რომ „ისფედმა“ პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა და მე უბრალოდ არ მესმის, მხოლოდ ხელმძღვანელის გადაგომით რატომ შემოიფარგლა რატომ არ ჩაყვნენ ამ საქმეს ბოლომდე. უამრავი კითხვა არსებობს – იცოდნენ თუ არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებლებმა, ვინც არის გრანტის გამცემი, ეს გაყალბება მათი ჩართულობით, მათ გარეშე მოხდა. ეს იყო დიდი შეთქმულებების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და მიმართულება, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და „ისფედმა“ რეალობაში გააყალბა პარალელური დათვლები. ეს დამტკიცებული ფაქტია. ეს არ არის უბრალოდ შეშლა, ეს არის ფაქტები, „ქართული ოცნების“ ხელმზღვანელობამ გამოააშკარავა ეს ყველაფერი. ყველა ჩუმად და მიყუჩებული იყო. ზუსტად „ქართული ოცნება“ იყო ის, ვინც ეს რეალობა გამოაშკარავა და საზოგადოებას აჩვენა. ეს იყო ამ რევოლუციური გზის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, კომპონენტი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. მივიღეთ ის რეალობა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ და კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით ყველას მიუჩინა საკადრისი ადგილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა