ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია

ნახვები: 244 ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ერთი პოლიტიკური პარტიის პრობლემა არ არის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ხელისუფლების შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა.

წითლიძემ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან ხუთი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთი პარტიაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბრძოლას აგრძელებს და „არ გაიყიდა და არ დანებდა“.

„14 წელია, რაც რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას. ზუსტად 5 წელია, რაც რუსული რეჟიმი ცდილობს საქართველოს მოქალაქეებს დაუმტკიცოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური პარტიის პრობლემაა. ზუსტად 14 წელია რეჟიმი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს. ცდილობს მოკლას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი და მემკვიდრეობა, თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს იდეა.

ზუსტად 14 წელია, რუსულმა რეჟიმმა არნახული რეპრესიები გამოატარა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული, მებრძოლი, რეპრესირებული და ყველაზე გაუყიდავი პარტიის წინააღმდეგ მთელ ოპოზიციურ სპექტრში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშასთან ერთად არის ერთადერთი პარტია, რომელსაც არასრულ ერთ წელში სამი ლიდერი ჰყავს დაპატიმრებული. ციხეში არიან ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, გიორგი ბარამიძე, ბაჩო ახალაია, ზვიად კუპრავა და კიდევ ბევრი სხვა.

მიუხედავად ამ რეპრესიებისა, რეჟიმმა ვერ გაგვტეხა. ვერც მიხეილ სააკაშვილი გატეხა და ვერც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ვერაფერი მოუხერხა ვერც მიხეილ სააკაშვილის სახელს და ვერც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ვერ მოკლა ვერც ერთიანი და ძლიერი, თავისუფალი საქართველოს იდეა და ვერც ბრძოლის ჟინი.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ამ ქვეყნის ეროვნული სირცხვილი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებასა და გემოვნებას, თუ შენ შეეგუე იმას, რომ ციხეში გიზის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსების დავალებით ზის ციხეში, რომელმაც პირველად გაშალა ევროკავშირის დროშა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას, განვითარების გზაზე ამაყად ატარა ცხრა წლის განმავლობაში საქართველო, ეს ნიშნავს, რომ შენ შეეგუე რუსულ ოკუპაციას და უარი თქვი ძლიერი საქართველოს იდეასა და საქართველოს ხუთჯვრიან დროშაზე.

14 წლის განმავლობაში ბევრი რამ გახდა მკაფიო იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც ყველაფერი სხვანაირად წარმოედგინათ. მკაფიო გახდა განსხვავება მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის საქართველოს შორის. მიხეილ სააკაშვილის საქართველო ეს იყო საქართველო მისი თითოეული მოქალაქისთვის, სადაც ემიგრაციაში კი არ მიდიოდნენ, ემიგრაციიდან ბრუნდებოდნენ, სადაც ახალგაზრდები საკუთარი შრომით აღწევდნენ წარმატებას და ბავშვები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში, რომელიც უნდა ყოფილიყო მთავარი ჰაბი ეკონომიკური განვითარების.

ბიძინა ივანიშვილის საქართველო ეს არის ნგრევის, ნარკოტიკებით, კრიმინალებითა და „ბარიგებით“ სავსე საქართველო, სადაც ყოველდღიურად 17-18 წლის ახალგაზრდებს ქუჩაში გვიხოცავენ. ეს არის კორუფციით სავსე საქართველო და სწორედ ამიტომაც ებრძვის მიხეილ სააკაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილი.

მთავარი კითხვა დღეს ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში არის: „როგორ დავამარცხოთ რეჟიმი და ვის ვენდოთ?“ რაზეც პასუხი მარტივია, რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია და ის გადის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. 14 წელი წრეზე ხომ ვიარეთ ოპოზიციური ერთობის და ვნახეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომლისაც ბიძინა ივანიშვილს ეშინია, ციხეში გამოკეტილისაც კი, არის მიხეილ სააკაშვილი და მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი.

მეორე: „ვის ვენდოთ?“ ოპოზიციაში ბევრს შეეშინდა, ბევრი გაიქცა, გაიყიდა და ბევრმაც მიშას უღალატა, მაგრამ როდესაც ამ კითხვას დასვამთ, შეხედეთ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს 2012 წლიდან, ადამიანებს, რომლებიც არ გაიყიდნენ, არ შეურიგდნენ, ვერ მოსპეს და ვერ გააჩერეს.

მიშა არ არის წარსული, არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარსული. შეუძლებელია წარსული იყოს საქართველოს თავისუფლებისა და აღმშენებლობის იდეა. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტიკურ პატიმრებს!“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა