ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა-ვიქტორ ყიფიანი

22.07.2022 ნახვები: 556

ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა; ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

კერძოდ, ადვოკატმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ უმუშავიათ, არ ჩაუტანიათ ფაქტები, რატომ არ არის სწორი და რომ არ არსებობს ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ“. ზურაბიშვილის თქმით, ფაქტები უნდა ჰქონდეს უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს. „მე არ მაქვს ფაქტები, ფაქტები უმრავლესობას უნდა ჰქონდეს და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო იქ მთელი კონტრარგუმენტებით იმიტომ, რომ ხომ იციან, ოპოზიცია იქ რა არგუმენტებით მუშაობდა? მე პრეზიდენტი ვარ და მე ხომ არ ჩავერთვები ამაში?“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ადვოკატი ამბობს, რომ კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილს კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა.

„ჩვენ ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა. ეს ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. თუმცა ეს რა მოსატანი არის, ინტერვიუ ხანგრძლივი იყო და ამიტომ ჩვენ სხვა მეტად საინტერესო და უცნაური შეფასებები მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან. თავს არ შევაწყენ მსმენელს ახლა ამ უცნაურობის განმარტებით და ამით შემოვიფარგლები, ნიშნად ჩემი პატივისცემისა ინსტიტუტისადმი.

ადვოკატი, ზოგადი გაგებით, ნიშნავს ადვოკატირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ლობირებას, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური დატვირთვის დოკუმენტზე; ასეთ დროს კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც, ალბათ, ქალბატონ სალომეს რომ სათანადო რჩევა და კონსულტაცია გაევლო, მისი პასუხი უფრო დამაჯერებელი და უფრო ზუსტი იქნებოდა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა