ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გერონტი ალანიას მიმართ არსებობს კონკრეტული განაჩენი, რომლითაც ის მხილებულია მძიმე დანაშაულებში-მიხეილ სარჯველაძე

26.07.2022 ნახვები: 540

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გერონტი ალანიას მიმართ არსებობს განაჩენი, რომლითაც ის მხილებულია მძიმე დანაშაულებში.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ექსტრადირებას წინ აღუდგეს რაიმე მოტივაცია.

მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გერმანიის სასამართლოსადმი მიმართვას, რომ „საქართველოს არ გადმოსცენ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი“.

„გერონტი ალანია პოლიტიკოსია? – როცა ვინმე საუბრობს ვინმე ალანიას წინააღმდეგ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ვიტყვი, რომ ამ კაცის მიმართ არსებობს კონკრეტული მსჯავრდება და განაჩენი, რომლითაც ის მხილებულია მძიმე დანაშაულების ჩადენაში. შესაბამისად, არ შეიძლება, ექსტრადირებას წინ აღუდგეს რაიმე მოტივაცია. თუ პარტიული მეგობრები არიან, ვინც ახლა მას შუამდლომლობს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ეს კიდევ ერთი სირცხვილია ამ პარტიის, რადგან როგორც ირკვევა, მათი ხელისუფლების დროს სამართალდამცავ სტრუქტურებში პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები მუშაობდნენ, ვისზეც ახლა ამბობენ, რომ ის შეიძლება, პოლიტიკურად აქტიური იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებში ლოგიკას ვერ ამოიკითხავთ. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკური, მერკანტილური ინტერესი ჰქონდეს ვინმეს ამ პირის მიმართ, ან შეიძლება, ამ კაცის საქართველოში ყოფნა არავის უნდა, რადგან დიდი ინფორმაცია ჰქონდეს, მათ შორის იმ ნაკეთებ საქმეზე, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში სახელი „გაითქვა“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა