ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ

ნახვები: 587 ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ

ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევგენი ბალიცკიმ დოკუმენტს ხელი მელიტოპოლში მიმდინარე ფორუმზე – „ჩვენ რუსეთთან ერთად“ მოწერა.

როგორც მედია წერს, ამ რეფერენდუმისთვის მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ რეგიონში, რომელიც არ მოიცავს რეგიონალურ ცენტრს – ქალაქ ზაპოროჟიეს. 23 ივლისს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს საარჩევნო კომისიის შექმნა ამ რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამისთვის საოკუპაციო ხელისუფლება აპირებს დახმარების თხოვნით რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს. თავად რეფერენდუმი შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არის გამოცხადებული.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დასრულებას ნიშნავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა