ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ

ნახვები: 662 ჰელსინკის კომისია - ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ

14 წლის წინ საქართველოში, მსოფლიოსთვის დასანახად გამოვლინდა რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია წერს „ტვიტერზე“ , რითაც აგვისტოს ომს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება.

„ყალბი საბაბით დაწყებული თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ძალებმა მოახდინეს ათობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდა, განახორციელეს უაზრო ნგრევა და დღეისთვის ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავის ოკუპაციას და ჩადის გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა