ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავენ

ნახვები: 668 ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავენ

ბულგარეთი რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა, როსენ ჰრისტოვმა განაცხადა.

„ჩვენ პრიორიტეტად განვიხილავთ ალტერნატიულ მომწოდებლებს. მე არ ვიქნები ის მინისტრი, რომელიც ზამთარში ქვეყნის მოსახლეობას გასაყინად გაწირავს“, – განაცხადა მინისტრმა.

ჰრისტოვის თქმით, რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის წამოყენებული პირობები იგივეა, როგორიც სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ და ისინი მათ ასრულებენ.

„ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ პოლიტიკას. „გაზპრომისგან“ გაზის ყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირის ჩარჩოებს. ჩვენ არ დავთანხმდებით პირობებს, რომლებიც განსხვავებული იქნება გერმანიასა და ევროკავშირის სხვა წამყვანი ქვეყნებისთვის წამოყენებული პირობებისგან. უკვე ჩატარებულია ყველა რისკის ანალიზი, ამიტომ, თუ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს, გადავწყვეტთ ყველაფერს, თუ რა არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა მიწოდება იყოს სტაბილური, ოპტიმალურ ფასში და მაქსიმალური უსაფრთხოებით“, – აღნიშნა ჰრისტოვმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ბულგარეთი პირდაპირ „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს არ ყიდულობს, თუმცა ენერგორესურსის ნაწილი, რომელიც ბულგარეთში სხვა ტრეიდერების საშუალებით შემოდის, რუსულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა