ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ნახვები: 587 თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია – ADP Ingénierie (ADPI)-თან, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს. ADPI-ის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე, შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უწყებების, საავიაციო ხელისუფლებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.

აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება და ის 2023 წლის იანვარში სახელმწიფოს გადაეცემა. როგორც TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, დოკუმენტი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ყველა მიმართულებას მომავალი 20 წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია, რომ „ტავი“ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, სახელმწიფოს გადასცემს.

„ჩვენი დაკვეთით, ფრანგული კომპანია ADPI მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ჯგუფს აქვს არაერთი შეხვედრა ჩვენს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან. დოკუმენტი დასრულებული სახით გვექნება წლის ბოლოსთვის და ჩვენ ამ დოკუმენტს გადავცემთ საქართველოს სახელმწიფოს“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ინფორმაციას TAV Georgia-ს პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა