კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში საველე პრაქტიკული სწავლება დაიწყო

ნახვები: 511 აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში საველე პრაქტიკული სწავლება დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ ღონისძიებას, საველე პრაქტიკულ უწყებათაშორის სწავლებას მასპინძლობს.

სუს-ის ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთან, მათივე ცნობით, სწავლება აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ტარდება და მას ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოსული ჯგუფი დააკვირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა საველე სწავლების ღონისძიება გახსნა და აშშ-იდან საგანგებოდ ჩამოსულ სპეციალისტებსა და სწავლებაში ჩართული უწყებების პასუხისმგებელ პირებს სიტყვით მიმართა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით, მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელობასა და მის წარმომადგენლებს აღნიშნული სწავლების ორგანიზებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან მუდმივად ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით. სუს-ის სასწავლო ცენტრის ბაზასა და სხვადასხვა საწვრთნელ ბაზებზე იმართება სწავლება, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის გაძლიერებაა. სწავლება უპრეცედენტოა და პირველად ტარდება საქართველოში. სწავლების შედეგად გადამზადებული სპეცსამსახურების თანამშრომლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში“, – განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობას იღებენ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი წამყვანი უწყებების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით და წარმატებით საქმიანობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გამართულ გახსნის ცერემონიას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიას შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, შსს-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სწავლება 19 აგვისტოს დაიხურება“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა