ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

„პოლიტიკო“ - აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა, მოსთხოვოს ამერიკულ კომპანიებს, გავიდნენ თურქეთიდან, თუ ანკარა მოსკოვთან დაახლოებას გააგრძელებს

ნახვები: 670 „პოლიტიკო“ - აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა, მოსთხოვოს ამერიკულ კომპანიებს, გავიდნენ თურქეთიდან, თუ ანკარა მოსკოვთან დაახლოებას გააგრძელებს

აშშ-ის ხელისუფლებამ შესაძლოა, მოსთხოვოს ამერიკულ კომპანიებს, გავიდნენ თურქეთიდან, თუ ანკარა მოსკოვთან დაახლოებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ასეთი რეკომენდაციის გაცემის მიზეზად თეთრ სახლში შესაძლოა, დასახელდეს ანკარასა და მოსკოვის ფორმალური ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთი უნდა იყოს ბიზნესისა და კაპიტალის მიზიდვის გლობალური ცენტრი, თუმცა მჭიდრო ურთიერთობები რუსეთთან შექმნის საფრთხეებს თურქეთის დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, რუსეთისა და თურქეთის შემდგომი დაახლოების შემთხვევაში, ანკარას დოლარებში ანგარიშსწორება შესაძლოა, საერთოდ აუკრძალონ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 აგვიტოს სოჭში გამართეს შეხვედრა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ეროვნულ ვალუტაში მოხდება და მისი მოცულობა 100 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. რუსული მხარე ასევე აცხადებს, რომ ანკარა დათანხმდა, რუსული ბუნებრივი აირის საფასური ნაწილობრივ რუბლებში გადაიხადოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა