გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ

მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა

ნახვები: 558 მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა

მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. „ბიბისი“ წერს, რომ სავარაუდოდ აფეთქების სამიზნე ალექსანდერ დუგინი იყო, რომელიც ცნობილია როგორც „პუტინის ტვინი“.

„დუგინი, ცნობილი ულტრანაციონალისტია, რომელიც ძალიან არის დაახლოებული რუსეთის პრეზიდენტთან“,- აღნიშნულია „ბიბისის“ ინფორმაციაში.

„ბიბისი“ რუსული მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მამა-შვილი ღონისძიებას ესწრებოდნენ, საიდანაც უკან ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ბოლო წუთს, ალექსანდრ დუგინმა გადაწყვეტილება შეიცვალა და სხვა მანქანით დაბრუნდა.

სოციალური ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აფეთქების ადგილას მისული ალექსანდრ დუგინი ჩანს.

„ბიბისი“ წერს, რომ დარია დუგინა ჟურნალისტი იყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას აქტიურად უჭერდა მხარს.

„წლის დასაწყისში ის ამერიკისა და ბრიტანეთის სასანქციო სიაში მოხვდა. მაისის დასაწყისში მან ომი „ცივილიზაციების შეჯახებად“ შეაფასა და თქვა, რომ ამაყი იყო იმით, რომ თავად და მამამსისიც სასანქციო სიაში იყვნენ. ალექსანდერ დუგინს ამერიკამ 2015 წელს, ყირიმის ანექსიაში მისი ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა“,- ნათქვამია „ბიბისის“ ინფორმაციაში.

რუსული მედიის ცნობით, გამოძიების წინასწარი დასკვნით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა