ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

იენს სტოლტენბერგი - პუტინი თვლიდა, რომ გატეხდა უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს, ფიქრობდა, რომ შეძლებდა ჩვენი დემოკრატიული ერების გაყოფას, გვიკარნახებდა, რა გაგვეკეთებინა, პუტინი შეცდა

23.08.2022 ნახვები: 559

პრეზიდენტი პუტინი თვლიდა, რომ ის გატეხდა უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს, ფიქრობდა, რომ შეძლებდა ჩვენი დემოკრატიული ერების გაყოფას, გვიკარნახებდა, რა გაგვეკეთებინა, პრეზიდენტ პუტინი შეცდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდიოვანმა, იენს სტოლტენბერგმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.

„რვა წლის წინ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსირება და გადააქცია ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ადგილად და გამოიყენა ის ექვსი თვის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პლატფორმად. პრეზიდენტი პუტინი თვლიდა, რომ ის გატეხდა უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს. ის ფიქრობდა, რომ შეძლებდა ჩვენი დემოკრატიული ერების გაყოფას. ფიქრობდა, რომ გვიკარნახებდა, რა გაგვეკეთებინა. პრეზიდენტ პუტინი შეცდა. დღეს უკრაინის ბევრი მეგობრის აქ ყოფნა ამის დასტურია. უკრაინა უკვე ექვსი თვეა, იტანჯება საშინელი ომისგან, თუმცა უკრაინამ აჩვენა შეუდარებელი უნარი წინ აღდგომოდა სასტიკ აგრესიას, მიეყენებინა საპასუხო დარტყმა, უკან დაებრუნებინა ტერიტორიები და მიეყენებინა დიდი ზიანი რუსეთისთვის. ნატო სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვისა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას. პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო ეს უსამართლო ომი და მან უნდა დაასრულოს ის, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი დაეხმარება უკრაინას საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან გადავიდეს თანამედროვე აღჭურვილობაზე.

„ნატო უკრაინის გვერდით დგას დამოუკიდებლობიდან მოყოლებული. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ. ეს დაეხმარა უკრაინას გაეხადა შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერი, უკეთ გაწვრთნილი, ვიდრე იყვენენ 2014 ში. თებერვლიდან მოყოლებული ნატო-ს მოკავშირეებმა აღმოუჩინეს უპრეცენდენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. ნატო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილი, რომელსაც მეთაურობს აშშ. მე პირადად ჩავრთე ლიდერები და მოვუწოდე, მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და უფრო სწრაფად. ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით დახმარების პაკეტის გაზრდაზე. ჩვენ ასევე გავზარდეთ ჩვენი ყოფნა აღმოსავლეთ ფლანგზე, რადგან ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებისთვის, არ დარჩეს ოთახი მოსკოვის არასწორი გათვლებისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ უკრაინასთან გრძელვადიანი პარტნიორობის. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა დროის აღჭურვილობიდან გადავიდეს თანამედროვე აღჭურვილობაზე, გავაგრძელებთ მხარდაჭერას თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებში და დავეხმარებით ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი. ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა