გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ

ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი ხშირად უნდა მიდიოდეს

ნახვები: 558 ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი ხშირად უნდა მიდიოდეს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი ხშირად უნდა მიდიოდეს და დეპუტატებს ინფორმაციას უფრო ხშირად უნდა აწვდიდეს.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, „მინისტრის საათი“ ძალიან არაეფექტური ფორმატია, რადგან მინისტრებს იმის საშუალება აქვთ, რომ კითხვებს გაექცნენ, არ უპასუხონ და კითხვები გამოტოვონ.

„ეს ფორმატი ინტერაქციული უნდა იყოს და დეპუტატს მინისტრისთვის კითხვების დასმა მაშინვე პასუხის მიღება უნდა შეეძლოს. ასევე უნდა გაიზარდოს, როგორც ინტერეპელაციის რაოდენობა, ასევე მისი მოქნილობა იმისთვის, რომ პარლამენტმა რეალურად ის ფუნქცია შეიძინოს, რაც ყველა ქვეყანაში აქვს – აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური კონტროლი. მნიშვნელოვანია, პარლამენტში ის მინისტრი მოდიოდეს, ვისი მოსვლაც აქტუალურია კონკრეტული დღის წესრიგიდან გამომდინარე. როცა რეგიონში ომია, მნიშვნელოვანია, პარლამენტში ძალოვანი და საგარეო მინისტრები მოვიდნენ. ამის მოქნილობა რეგლამენტით უნდა იყოს“, – განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ, როგორ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა და ამ მიმართულებით შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაცია. დღეს დისკუსიის საგანია – თემატური მოკვლევისა და ნორმატიული აქტების საკითხები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა