ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

„ბიბისი“ - მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა

27.08.2022 ნახვები: 558

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან – ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება გამოძიების ფედერალური ბიუროდან (FBI) მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა. გამოძიების ფედერალური ბიურო სოციალურ ქსელს რუსული პროპაგანდის სიჭარბეზე აფრთხილებდა.

„ბიბისის“ ცნობით, მარკ ცუკერბერგი განმარტავს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონკრეტულად ბაიდენის ისტორიასთან დაკავშირებით გაფრთხილება არ მიუცია, თუმცა „ფეისბუქში“ ჩათვალეს, რომ ეს ისტორიაც ასეთივე კონტექსტის იყო. იმ პერიოდში „ნიუ იორკ პოსტი“ ირწმუნებოდა, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან გავრცელებული ელექტრონული წერილები ადასტურებდა, რომ იმ დროს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ ვაჟს უკრაინაში ბიზნესის წარმოებაში ეხმარებოდა. „ნიუ იორკ პოსტის“ სტატია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოიცა. ელექტრონული წერილებიდან ირკვეოდა, რომ ჰანტერ ბაიდენმა მამას წარუდგინა უკრაინის ენერგომაგნატი და შეხვედრა შეათანხმა, თუმცა ჯო ბაიდენის განრიგში ასეთი შეხვედრის გამართვა არ ფიქსირდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გაზეთი ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით წერდა სტატიას და სხვა სააგენტოებს დედანთან წვდომა არ ჰქონიათ, საზოგადოებაში სკეპტიციზმი გამოიწვია და სოციალურ ქსელებში მასზე ცენზურა გავრცელდა. „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ ამ სტატიების გაზიარება შეზღუდეს.

„აქ წინაისტორია ასეთია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მოვიდა ჩვენთან, ჩვენი გუნდის წევრებთან და გვითხრა – „მაინც, რომ იცოდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ“. ვფიქრობთ, 2016 წლის არჩევნებში ძალიან ბევრი რუსული პროპაგანდა იყო. გვაქვს შეტყობინება, რომ ძირითადად ასეთივე გროვა იქნება“, – იხსენებს გამოძიების ფედერალური ბიუროს გაფრთხილებას ცუკერბერგი.

აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქს“ სტატიის გაზიარება სრულად არ შეუზღუდავს, თუმცა ალგორითმის საშუალებით, შეიზღუდა კვირის განმავლობაში გადაზიარების ოდენობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა