ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნახვები: 576 ილია დარჩიაშვილმა ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა

პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, საიმონ კოვენის შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ირლანდიის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

„საუბარი შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპულ ასპირაციას და ამ კუთხით ირლანდიის მხარდაჭერას.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-ირლანდიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საკანონმდებლო დონეზე არსებულ წარმატებულ და მჭიდრო ურთიერთობებს და აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. ილია დარჩიაშვილმა საიმონ კოვენი საქართველოში მოიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში იღებს მონაწილეობას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა