გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ

დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ აქციაზე ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მტერი უწოდა

ნახვები: 558 დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ აქციაზე ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მტერი უწოდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სახელმწიფოს მტერი უწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას იყო. მას შემდეგ, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფლორიდაში დონალდ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკა, ეს მხარდამჭერებთან მისი პირველი შეხვედრა იყო.

გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მის წინაღმდეგ იარაღად იყენებს. ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის თქმით, ჩხრეკა იყო „ამერიკის ისტორიაში ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ყველაზე შოკისმომგვრელი შემთხვევა“.

„როგორც იცით, ამ კვირაში ჯო ბაიდენი ჩამოვიდა ფილადელფიაში, პენსილვანიაში, რათა წარმოეთქვა ყველაზე ბოროტი, სიძულვილით სავსე და უთანხმოების გამომწვევი სიტყვა, რაც კი ოდესმე წარმოუთქვამს ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც ტალახს ესროდა 75 მილიონზე მეტ მოქალაქეს და მათ დემოკრატიისთვის საფრთხეს და სახელმწიფოს მტრებს უწოდებდა. ის არის სახელმწიფოს მტერი. გინდათ, გითხრათ სიმართლე? სახელმწიფო მტერი არის ის თავად და ის ჯგუფი, რომელიც მას აკონტროლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა თავისი თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს დასაწყისში ფლორიდაში მის რეზიდენციაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებულ ჩხრეკაზე ისაუბრა, ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია აგენტებმა 9 აგვიტოს გაჩხრიკეს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო, მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა