ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ ბუკინგემის სასახლეში ლიზ ტრასთან პირველი აუდიენცია გამართა

ნახვები: 693 გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ ბუკინგემის სასახლეში ლიზ ტრასთან პირველი აუდიენცია გამართა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამემ ბუკინგემის სასახლეში პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასთან პირველი აუდიენცია გამართა.

„ბიბისის“ ცნობით, შეხვედრა პირისპირ დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მეფე ჩარლზი მეუღლესთან, კამილასთან ერთად ბალმორალის რეზიდენციიდან ლონდონში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ბუკინგემის სასახლესთან მათ მოქალაქეები შეეგებნენ. ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე დაგეგმილია მონარქის სიტყვით გამოსვლა. ის ასევე დაესწრება წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში ელისაბედ მეორის ხსოვნისადმი დაგეგმილ მემორიალურ მსახურებას.

73 წლის ჩარლზმა მონარქის უფლებამოსილება გუშინ, დედოფლის გარდაცვალებისთანავე გადმოიბარა. მეფედ კურთხევის ოფიციალური ცერემონია შაბათს დილით გაიმართება და ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა