გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მოსკოვი კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას დაჟინებით სთავაზობდა

ნახვები: 499 უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მოსკოვი კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას დაჟინებით სთავაზობდა

უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსეთი დაჟინებით სთავაზობდა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ოლგა სტეფანიშინამ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან იყო საჯარო და არასაჯარო მცდელობები. უკრაინა არასოდეს დაშორებულა მოლაპარაკებებს, მაგრამ იმ დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს მიწაზე და აგრძელებს ყოველთვიურად, მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმათგან, რაც იყო თებერვალში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

სტეფანიშინა მიიჩნევს, რომ რუსები მოლაპარაკებებს უკრაინის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად სთავაზობენ.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ სცენარში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური დღის წესრიგის განხორციელებას და მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, როცა უკრაინისთვის შესაფერისი მომენტი დადგება“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

მისი აზრით, უკრაინამ არსებული ვითარება ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უნდა გამოიყენოს.

„და მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება არა რუსულ ულტიმატუმებზე, არამედ იმაზე, რაც არა მხოლოდ დაასრულებს ომს, არამედ ხელს შეუშლის შესაძლო ომს ჩვენს ტერიტორიაზე, როდესაც რუსეთი შეძლებს რეზერვების აღდგენას“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეეხო. „ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა