Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger
Melania Trump comments on possible visit to Ukraine

ზელენსკი – უკრაინის არმიის შეზღუდვა და ნეიტრალური სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება

ნახვები: 237 ზელენსკი – უკრაინის არმიის შეზღუდვა და ნეიტრალური სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში არ დათანხმდება არც შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შეზღუდვას და არც ნეიტრალური სტატუსის მიღებას.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტზე და არც უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ხედვა, პრინციპში, ემთხვევა ამერიკულს. ასევე, არ შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინული არმიის შეზღუდვაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობებს რუსეთი ვერ განსაზღვრავს.

„ჩვენი არმიის შეზღუდვისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხები განხილვას არ ექვემდებარება. ტერიტორიული საკითხი კი წითელი ხაზია, რომლის განხილვაც მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო: Українська правда

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა