Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger
Melania Trump comments on possible visit to Ukraine

თამარ ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია

ნახვები: 237 თამარ ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია
„ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს და აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია.

ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თითქოს ისეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ყველანი სასოწარკვეთილები უნდა ვიყოთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე პირიქითაა – ივანიშვილი ალტერნატივის აკრძალვით საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს აღიარებს. ის აღიარებს, რომ აღარ ენდობა ქართველ ხალხს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის და სწორადაც ეშინია“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას პასუხი არ აქვს იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

„ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ აქვს პასუხი სისტემურ სიღატაკეზე, ვისაც არ აქვს პასუხი კორუფციაზე, ვისაც არ აქვს პასუხი ემიგრაციასა და დაცლილ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს პასუხი სიღარიბეში ვიდეოქოლით გაზრდილ ბავშვებზე“, – აღნიშნა მან.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის შედეგია და პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობაზე მიუთითებს.

„ივანიშვილის ეს სისუსტე თქვენი ნებისყოფის დამსახურებაა, იმის, რაც ორი წლის წინ დაიწყო და დღესაც არ დასრულებულა. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ ეს არ დასრულდება გამარჯვებამდე, არა რომელიმე თარიღამდე, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებამდე“, – განაცხადა „ფედერალისტების“ ლიდერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია მშვიდობიანი წინააღმდეგობით ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა აიძულოს და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მიაღწიოს.

„ჩვენ მშვიდობიანი წინააღმდეგობით, მტკიცე წინააღმდეგობით მივაღწევთ იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წასვლა, მოუწევს ქართველი ხალხისთვის მიტაცებული თავისუფლების დაბრუნება. შემდეგ უკვე ქართველი ხალხი თავისუფალი არჩევნების გზით აირჩევს თავის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ფედერალისტების“ კამპანიაზე, რომელიც 28 ნოემბრამდე გაგრძელდება და რომლის მიზანიც, მისი თქმით, პოლიტიკის მოქალაქეთა ყოველდღიურ პრობლემებსა და ინტერესებზე დაბრუნებაა.

„ეს ერთთვიანი კამპანია, რომელიც 28 ნოემბრამდე იქნება და მერეც გაგრძელდება, სწორედ იმას ემსახურება, რომ პოლიტიკას თავისი მნიშვნელობა დავუბრუნოთ, ის შინაარსი, რაც პოლიტიკას საერთო საქმედ, ანუ რესპუბლიკად აქცევს“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მან გამოსვლა საქართველოს რესპუბლიკის, ქართველი ხალხისა და თავისუფლების მხარდამჭერი შეძახილებით დაასრულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა