Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger
Melania Trump comments on possible visit to Ukraine

ევროკავშირის ლიდერები „სტუდენტურ სიას“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ – „სერბეთისთვის ახალი ეტაპი იწყება“

ნახვები: 237 ევროკავშირის ლიდერები „სტუდენტურ სიას“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ – „სერბეთისთვის ახალი ეტაპი იწყება“
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას „სტუდენტურ სიას“ ულოცავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად არის, ქვეყანას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარი დაუჭიროს.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, სერბეთის მოქალაქეებმა არჩევნებში რეკორდული მონაწილეობით საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის ნება გამოხატეს.

„სერბეთის მოსახლეობა რეკორდული რაოდენობით მივიდა არჩევნებზე, რათა საკუთარი ქვეყნის მომავალი განესაზღვრა. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით, ასევე ვითანამშრომლოთ ევროკავშირში სერბეთის მომავლის წინსვლისთვის“, – აცხადებენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.

არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა თითქმის ორწლიან საპროტესტო მოძრაობასა და არჩევნებში მოქალაქეთა მაღალ აქტივობაზე.

„დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით გამართული თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბეთის მოქალაქეები ისტორიულად მაღალი აქტივობით მივიდნენ არჩევნებზე. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას! სწორედ ეს ღირებულებები უდევს საფუძვლად ჩვენს ევროკავშირს“, – წერს მარტა კოსი.

ევროკომისრის განცხადებით, სერბეთისთვის ახალი პოლიტიკური ეტაპი იწყება და ევროკავშირი მზად არის, ქვეყანასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

„სერბეთისთვის ახალი ეტაპი იწყება. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიაროთ წინ“, – აღნიშნავს კოსი.

შეგახსენებთ, სერბეთში 25 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც, გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, „სტუდენტურმა სიამ“ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია“ დაამარცხა.

ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება თავადაც აღიარა. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, „სტუდენტური სია“ 250-ადგილიან პარლამენტში 135–140 მანდატს მიიღებს, ხოლო მისი პარტია – 105-ს.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებები Reuters-ისა და სერბული მედიის ცნობებითაც დასტურდება.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა