ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - სანქციები უკვე მუშაობს, რადგან დაარტყა რუსეთის უნარს, აწარმოოს მოწინავე იარაღი

18.09.2022 ნახვები: 552

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი აცხადებს, რომ სანქციები უკვე მოქმედებს რუსეთზე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

რობ ბაუერის განცხადებით, დასავლეთის სანქციები უკვე მუშაობს, რადგან დაარტყა რუსეთის უნარს, აწარმოოს მოწინავე იარაღი, თუმცა მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის წარმოება.

„მათ სულ უფრო და უფრო ეშლებათ ხელი სანქციებით, რადგან კომპონენტების ნაწილი, რომლებიც მათ იარაღისთვის სჭირდებათ დასავლური წარმოებისაა. ჩვენ ახლა ვხედავთ ამის პირველ სერიოზულ ნიშნებს მათი წარმოების უნარის თვალსაზრისით, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტების ჩანაცვლებასთან და უფრო მოწინავე იარაღთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენადაც ვიცით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაოდ დიდი სამრეწველო ბაზისი. შეუძლიათ ბევრი საბრძოლო მასალის წარმოება და მათ ჯერ კიდევ აქვთ ბევრი საბრძოლო მასალა“, – განაცხადა ბაუერმა.

ამასთან, ბაუერმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების 85% უკვე იბრძვის უკრაინაში და რუსეთი შეზღუდულია გაზარდოს თავისი სამხედრო ძალები, რადგან არ შეუძლია საყოველთაო მობილიზაციის მოხდება ომის გამოცხადების გარეშე. მისივე თქმით, ახალი საბრძოლო შენაერთები, რომლებიც უკრაინაში იგზავნებიან, ნაკლებად მომზადებული არიან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ შედის ახალი ჯარის შეზღუდული რაოდენობა და ერთი, რაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, არის ის, რომ ამ ჯარების მომზადების დონე არც თუ ისე მაღალია“, – განაცხადა ბაუერმა.

ადმირალმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინელთა წარმატება გარკვეულწილად 2014 წლიდან უკრაინელი სამხედროების ნატო-ს სტანდარტებით გადამზადების შედეგია და ეს იმ დროს, როცა რუსები კვლავ ძველი მეთოდებით იბრძვიან.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ამ მომენტში ასე წარმატებულები არიან, არის ის, რომ რუსები ძალიან ძველმოდურად იბრძვიან. ყველა რუსული ქვედანაყოფი თავის დავალებას უმაღლესი ხელისუფლებისგან იღებს, ამიტომ, თუ რამე შეიცვლება, ახალ ბრძანებას ელოდებიან. უკრაინელები ისე სწრაფად დაწინაურდნენ, რომ რუსებს არ მიუღიათ ახალი ბრძანება და უკან დახევა მოუწიათ“, – განაცხადა ბაუერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა