4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

არჩილ თალაკვაძე - სოციალურ საკითხებზე რადიკალური ოპოზიციის პასუხებია ქუჩის პროცესები, დესტაბილიზაცია და ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეებზე, ისინი საბოტაჟით არიან დაკავებული

ნახვები: 477 არჩილ თალაკვაძე - სოციალურ საკითხებზე რადიკალური ოპოზიციის პასუხებია ქუჩის პროცესები, დესტაბილიზაცია და ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეებზე, ისინი საბოტაჟით არიან დაკავებული

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ პოლოტიკური საბოტაჟით არის დაკავებული.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნული კოემნტარით უპასუხა კითხვას: „როგორ შეაფასებთ გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ერთი ტომარა ფქვილიდან 20 ლარი „ქართულ ოცნებას“ მისდის“.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, ასეთი განცხადება არასერიოზულია და პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მაგალითია.

„ეს არასერიოზული და პოლიტიკური უპასუხისმგებლობის მაგალითია. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ და სახელმწიფო ვზრუნავთ მოქალაქეებზე, რათა მათ უკეთესი ჯანდაცვა, სოციალური პირობები ჰქონდეთ, ვზრუნავთ, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით არსებობდეს სტაბილური სტატუსი, გატარებული იყოს ეფექტური ფისკალური და მონეტარული პოლოტიკა, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, ასევე სოციალური, ეკონიმიკური ინფრასტრუქტურა, ამ დროს ეს ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ პოლოტიკური საბოტაჟით არის დაკავებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, რადიკალური ოპოზიცია მოქალაქეებისთვის საჭირო ცვლილებების პროცესში არ იღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, სოციალურ საკითხებზე მათი პასუხები არის ქუჩის პროცესები, დესტაბილიზაცია და ე.წ. რიგგარეშე არჩევნები.

„მოქალაქეებისთვის საჭირო ცვლილებებში და კენჭისყრებში ესენი არ მონაწილეობენ. ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობენ. როდესაც პანდემია იყო და მოქალაქეებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ პარლამენტის სრულიად ფუნქციურ მდგომარეობაში ყოფნა, რვა თვე იყვნენ პოლიტიკური საბოტაჟის რეჟიმში. ნახეთ მათი საუბრები მედიაში, რაზე საუბრობს რადიკალური ოპოზიცია და რა გადაწყვეტილებებს სთავაზობს საზოგადოებას. სოციალურ საკითხებზე მათი პასუხები არის ქუჩის პროცესები, დესტაბილიზაცია და ე.წ. რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციაშიც არ აქვთ ჩახედული, სინამდვილეში, რა რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, მაშინ, როდესაც ეს საკონსტიტუციო ცვლილება მათთან შეთანხმებით იყო გატარებული და კარგად იციან, რომ რიგგარეშე არჩევნები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო მოთხოვნა ამ მომენტში. 2024 წლამდე არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა