4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

ნახვები: 241 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მან პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბერიძეს სასჯელი 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთით განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე რეალურ სასჯელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობითად ჩაეთვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავდაპირველი განაჩენით, ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზების საქმეზე 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ბერიძეს ბრალად ედებოდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

შეგახსენებთ, დღესვე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება მურთაზ ზოდელავამაც დატოვა. შეთანხმება კიდევ ორ მსჯავრდებულს – ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას გაუფორმდა. ჩხვირკვიას გათავისუფლება 6 ნოემბერს, ხოლო ჟვანიასი 16 ნოემბერს იგეგმება.

გაამიჯნე ბრალი და საბოლოო განაჩენი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა