ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა

ირაკლი ზარქუა - „გირჩებს“ სამყაროს სხვა აღქმა აქვთ, რეალობაში კი, სახელმწიფო ეყრდნობა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა გადასახადები, პოლიციელებს, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, სჭირდებათ გვერდში დგომა

ნახვები: 551 ირაკლი ზარქუა - „გირჩებს“ სამყაროს სხვა აღქმა აქვთ, რეალობაში კი, სახელმწიფო ეყრდნობა რამდენიმე ფაქტორს, მათ შორისაა გადასახადები, პოლიციელებს, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, სჭირდებათ გვერდში დგომა

„გირჩების“ ასეთი გამოსვლა მესმის, მათ სხვა მსოფლმხედველობა, სხვა აღქმა აქვთ სამყაროსი, თუმცა რეალობაში ვინც ვცხოვრობთ, ასეა რომ, სახელმწიფო ეყრდნობა განვითარების რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის არის გადასახადები, რაც არახალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომლითაც „გირჩის“ წევრ ალექსნდრე რაქვიაშვილს უპასუხა.

ზარქუას თქმით, სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტში არის გაზრდილი შემოსავლები, რომლებიც აკუმულირდება და შემდეგ პრიორიტეტების მიხედვით იხარჯება.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, პოლიციელებს, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას, ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა.

„გადასახადები, რაც არის, შემოდის სწორედ იმ სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ გაზრდილი შემოსავლები გვაქვს. ეს შემოსავლები, გინდ ასე დაარქვი, გინდ ისე, ჩვეულებრივად აკუმულირდება და შემდეგ პრიორიტეტების მიხედვით ვხარჯავთ. მე მგონია, რომ იმ პოლიციელებს, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც გმირი ბიჭები არიან, სჭირდებათ გვერდში დადგომა, ისევე როგორც დანარჩენ მოსახლეობას და სოციალური მიმართულებით 4 მილიარდზე მეტი იხარჯება. რაც ბრძანეთ, დეფიციტი და მომავალ თაობებს…არ არის ეს სწორი, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც განიხილება, 3-პროცენტიან პარამეტრში ვჯდებით და ჩავჯდებით. არ არის ეს დრამატიზირება საჭირო, ძალიან კარგი ბიუჯეტია, შემოსავლები გაიზარდა, რომელიც მათ შორის სოციალური მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით შემდეგ კვლავ დააგენერირებს შემოსავლებს, ტურიზმიდან იქნება, თუ ბიზნესის განვითარებიდან. ასე შენდება სახელმწიფო და შემოგვიერთდით, ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა.

რაც თქვენ ბრძანეთ, ხმამაღლა ვთქვათ, თითოეული განხორციელებული პროექტი დამსახურებაა ბიზნესმენების და მადლობა მათ, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცეს, ის, რომ თითოეული ხარჯი გაწერილია, დამსახურებაა მათ შორის საჯარო სამსახურში, თუ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების, რომლებიც გადასახადებს იხდიან. სამაგიეროდ, მათ აქვთ მშვიდი ქვეყანა, ჰყავთ განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება და დღეს აქვთ შესაძლებლობა, ყველა გამოწვევა, რომელიც აწუხებს ქვეყანას, მაქსიმალურად იყოს შემცირებული. შემდეგ უკვე ისინიც კომფორტულ გარემოში იქნებიან. ასე რომ, ბმაშია ეს ერთმანეთთან და არ გაგიკვირდეთ“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ ალექსანდრე რაქვიაშვილს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა