ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი - ევროკავშირი მიესალმება, რომ დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე

ნახვები: 583 ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი - ევროკავშირი მიესალმება, რომ დღეს ჟენევაში მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი იმართება საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი მიესალმება, რომ დღეს შვეიცარიაში იმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე. განცხადების თანახმად, 2008 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირი აქტიურად ჩართულია კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევაში და მუშაობს როგორც თანათავმჯდომარე გაერო-სა და ეუთო-სთან.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება მთავარ პლატფორმად, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ის ემსახურება ნდობის ჩამოყალიბებას და ადგილობრივი მოსახლეობის გადაუდებელი ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებას. ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი, როგორც თანათავმჯდომარე რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობის ერთგული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა