ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

დიმიტრი მედვედევი - ისრაელის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება უგუნური ნაბიჯი იქნება და რუსეთთან ურთიერთობას გაანადგურებს

ნახვები: 572 დიმიტრი მედვედევი - ისრაელის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება უგუნური ნაბიჯი იქნება და რუსეთთან ურთიერთობას გაანადგურებს

ისრაელის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება უგუნური ნაბიჯი იქნება და რუსეთთან ურთიერთობას გაანადგურებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ისრაელი, როგორც ჩანს, აპირებდა იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ძალიან უგუნური ნაბიჯი. ეს გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ბანდერას შეშლილები ნაცისტები იყვნენ და ასე დარჩნენ. უბრალოდ, შეხედეთ მათი თანამედროვე მხლებლების სიმბოლიკას. თუკი მათ იარაღი მიეწოდებათ, მაშინ დროა, ისრაელმა ბანდერა და შუხევიჩი გმირებად გამოაცხადოს“, – განაცხადა მედვედევმა.

მანამდე, ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა, ნაჩმან შაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა