ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

რიჰარდ კოლსი - უკრაინის სანქციებთან დაკავშირებით ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის, გაერო-სა და ნატო-ს მიერ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება

ნახვები: 583 რიჰარდ კოლსი - უკრაინის სანქციებთან დაკავშირებით ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის, გაერო-სა და ნატო-ს მიერ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება

ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის, გაერო-სა და ნატო-ს მიერ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება, – ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსმა ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხში ჯერ ღრმად ჩახედული არ არის.

„უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ დეტალებში ჯერჯერობით ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის, გაერო-ს მიერ მიღებულსა და ნატო-ს მიერ დაწესებულ სანქციებს ექვემდებარება“, – განაცხადა რიჰარდ კოლსმა.

ამასთან, რიჰარდ კოლსმა ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პუნქტების შესრულება საქართველოს საშინაო დავალებაა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, რომელიც არა ფორმალურად, არამედ პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს.

ამასთან, როგორც რიჰარდ კოლსმა აღნიშნა, მმართველ გუნდთან და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებისას მათ მოუწოდეს, გვერდზე გადადონ უთანხმოება, რათა საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაუბრკოლებლად გააგრძელოს სვლა.

„12-პუქნტიან გეგმას რაც შეეხება, ეს გახლავთ საქართველოს საშინაო დავალება, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს მიერ. ამ პროცესში ჩვენი როლი შეიძლება იყოს მრჩევლის, გამოცდილების გამზიარებლის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს თავად საქართველომ უნდა გაატაროს. ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების ხარისხი და რეფორმები არა მხოლოდ ფორმალურად და ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს, როგორც ეს არის განსაზღვრული. ასევე დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, გადაწყვეტილებების სისწრაფე. ჩვენ შეხვედრები გვქონდა როგორც მმართველ გუნდთან, ასევე ოპოზიციურ პარტიებთან და მოვუწოდეთ თითოეულ მათგანს, გვერდზე გადადონ უთანხმოება, პარტიული პოზიციები, რათა საქართველოს შეეწყოს ხელი ევროატლანტიკურ მისწრაფებებში და ამ გზაზე დაუბრკოლებლად გააგრძელოს სვლა, მიაღწიოს მიზანს“, – განაცხადა რიჰარდ კოლსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა